ოჯახური მოგზაურობა, წესით, კარგი გართობა უნდა იყოს… მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ჰეფლების ოჯახი არ ხართ. მათ მოგზაურობას თავიდან კარგი პირი უჩანს, მაგრამ მალე ყველაფერი ირევა. ბენზინგასამართი სადგურის საპირფარეშოები, გადარეული თოლიები, ავარიები და გაქცეული გოჭი გრეგ ჰეფლის წარმოდგენას დროსტარებაზე ნამდვილად არ ემთხვევა. თუმცა, ყველაზე ცუდი მოგზაურობაც კი შეიძლება თავგადასავლად იქცეს. ეს ზუსტად ის მოგზაურობაა, რომელიც ჰეფლებს დიდხანს არ დაავიწყდებათ.