„უკვე 20 წელიწადზე მეტია ბატონი გურამი წერს ზღაპრებს პატარა ქალაქზე, რომელშიც უცნაური ამბები და სასწაულები ხდება, თუმცა ეს ქალაქი მაინც ძალიან ჰგავს რეალურს“, - აცხადებენ გამომცემლობა „პალიტრა L“-ში. წიგნი გამორჩეულია ილუსტრაციებით, რომლის ავტორიც მხატვარი ნინო ჩაკვეტაძეა. გურამ პეტრიაშვილის თქმით, წიგნი „პატარა ქალაქის ზღაპრები“ „ყველასთვის არის, ვის გულშიც ბავშვი ცოცხლობს“.