წიგნში შესულია ნოდარ დუმბაძის 14 მოთხრობა. თითოეული მათგანი მწერლისთვის ჩვეული სევდანარევი იუმორითაა სავსე. მოთხრობების სრულფასოვანი პერსონაჟები არიან არა მარტო ადამიანები, არამედ ცხოველები, ფრინველები და მცენარეებიც: აქ წაიკითხავთ, როგორ უმტკიცებს ქუჩის მაწანწალა ძაღლი სიყვარულსა და ერთგულებას თავის გადამრჩენს, როგორ განიცდის ღირსების შელახვას ამაყი მამალი თემურლენგი, ბებერ ვაშლის ხეს კი ყველა სიტყვა ადამიანივით ესმის.