გარე სამყაროსგან მოწყვეტილი, მხიარული, ძლიერი ხასიათის, თავშესაფარში გამოკეტილი გოგონა ცხოვრებას უჩვეულო მოგზაურობად აღიქვამდა, არ წუწუნებდა და იმედს არ კარგავდა, გაჭირვებას მხნედ უძლებდა, უნდოდა ისე ეცხოვრა, რომ სიკვდილის შემდეგაც ეცოცხლა!.. ადამიანთმოძულეებმა 15 წლის ასაკში შეწყვიტეს ამ უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდის ცხოვრება. ძველი, ცენზურული გამოცემებისგან განსხვავებით, ახალ ქართულ თარგმანს დაემატა აქამდე უცნობი, მნიშვნელოვანი 31 წერილი.