ალექსანდრე დიუმა, რომელმაც ამ წიგნით კავკასია მსოფლიოს გააცნო, უამრავ საინტერესო ცნობას გვაწვდის ამ რეგიონის იმდროინდელ სოციალ-პოლიტიკურ ვითარებაზე, რუსეთის ფაქტორზე კავკასიის ქვეყნებში, კავკასიის ხალხების ზნე-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე, რომლებსაც ზოგან დასცინის, ზოგან კი ხოტბას ასხამს. ცალკეულ ეპიზოდებში, სტრიქონსა და სტრიქონს შუა ჩვენ თავად მწერლის ხასიათს ამოვიკითხავთ. ვაფასებთ მის მიერ შეფასებულს, ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით და ასე მივდივართ წიგნის დასასრულამდე ....