ავტობიოგრაფიულ წიგნში მასკი გულწრფელად მოგვითხრობს სიძნელეებით სავსე თავისი ცხოვრებისა და თავგადასავლების შესახებ. რთული, ხშირად დაუჯერებელი ოჯახური პრობლემებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული დაბრკოლებების მიუხედავად, ის მუდამ ახერხებდა ფეხზე წამომდგარიყო, ახალი მიზანი დაესახა და გაბედულად ემოქმედა. სწორედ ამიტომ იქცა წიგნი შთაგონების წყაროდ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ბევრი ქალისთვის. აქ ასევე უხვადაა სასარგებლო რჩევები ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესზეც, რასაც სამეცნიერო კვლევები და მეი მასკის დიეტოლოგიური პრაქტიკა უდევს საფუძვლად.