წიგნი რუსულიდან თარგმნეს ივანე და ანა ახალშენიშვილებმა. რომანი პირველად 1866 წელს დაიბეჭდა და მაშინვე დიდი გამოხმაურება და მსოფლიო აღიარება მოუპოვა ავტორს. ეს ნაწარმოები ფსიქოლოგიური ისტორიაა დანაშაულისა და მისი ზნეობრივი შედეგებისა. თვით ავტორი თავის რომანზე ამბობდა: „ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება, ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება...“