მე ცინიკოსი მეოცნებე ვარ... ადამიანი, რომელსაც ცალი ფეხი ცხოვრების იმ ნაწილში უდგას,რომელშიც ხშირად სიბნელეა, ხოლო მეორე – მზით განათებულში. მოკლედ, გაჩაჩხული ვარ,რა... გამბედაობა არ მყოფნის, ან ერთ მხარეს გადავიდე, ან მეორე მხარეს. ვაღიარებ, ლაჩარი გამოვდექი, მაგრამ ყველა გმირი ვერ იქნება. არც მე ვარ გმირი და, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე გამოცანად დარჩება ჩემთვის, რომელ მხარეს ყოფნა უკეთესია...