წვრილმანების ღმერთი“ დასავლურმა ლიტერატურულმა კრიტიკამ გამოცემისთანავე (1997) „ყოველმხრივ გამორჩეულ ლიტერატურულ შედევრად“ აღიარა და მას ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული პრემია "ბუკერი" მიანიჭა. მწერლის სამშობლოში „წვრილმანების ღმერთს“, რომელშიც იუმორით, მაგრამ კრიტიკულადაა წარმოჩენილი ინდოეთი და ტაბუდადებული საკითხები შეუნიღბავადაა აღწერილი, აგრესიულად შეხვდნენ. მიუხედავად ამისა, არუნდატი როი არ კარგავს თავის გავლენას. იგი კვლავაც აქტიურად მონაწილეობს ინდოეთის სოციალურსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში, არის აღიარებული პუბლიცისტი.