5 დღე, 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი, 20000-ზე მეტი დევნილი, 22 დაკარგული სოფელი — ასეთია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის ოფიციალური სტატისტიკა, ომის, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც 21-ე საუკუნის პირველ ომს ევროპაში. არაოფიციალური ზიანი კი, რომელიც საქართველოს მიადგა, გაცილებით მასშტაბურია და დროთა განმავლობაში, სულ უფსო და უფრო მტკივნეულად იჩენს თავს.