ენა, მამული, სარწმუნოება" სიახლე და საუკეთესო საჩუქარია ქართველი პატარებისათვის, სამ ტომეულის პირველ ნაწილში, "ქართული ანბანი" გაფორმებულია ქართველი პოეტებისა და ხალხური ლექსებით. აგრეთვე ანდაზებით და ენის გასატეხებით, მეორე წიგნში პატარები დაწვრილებით გაიცნობენ მშობლიური ქვეყნის კუთხეებსა და ადათ-წესებს, ღირსშესანიშნაობებს და ა.შ. მესამე ნაწილი მოგვითხრობს საქართველოში ქრისტიანობის ისტორიის შესახებ, ბავშვები გაეცნობიან დედა ეკლესია-მონასტრებსა და ქართველი წმინდანების ცხოვრებას. სამივე წიგნი თავსდება ილუსტრირებულ კოლოფში, რომელიც საჩუქრად გადაეცემა ყველა მყიდველს.
წიგნი აწყობილია მხოლოდ ქართული ორნამენტებით. გამოყენებულია ქართველი მწერლებისა და პოეტების ლექსები და გამონათქვამები.
პირველ წიგნში შესულია: ქართული დამწერლობა, ანბანი, ლექსები, სულხან-საბა ორბელიანი, დიდი იაკობი, ენის გასატეხები, ნოდარ დუმბაძე, ქართული ანდაზები, შოთა რუსთაველი, ხალხური ლექსები, ასოხატულა კუნძულები, ილია ჭავჭავაძე, ანბანთქება.