მკვლელობა, რომელიც გამოცხადებული იყო, რომელსაც ხელი არავინ შეუშალა და რომელზეც შეიქმნა გაბრიელ გარსია მარკესის გენიალური რომანი “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა”.ეს არის დიდი ლიტერატურა - ჟურნალისტიკისა და დეტექტივის ნაზავით, ღრმა ეგზისტენციალიზმითა და მარკესის განუმეორებელი მაგიურ რეალისტური საკმაზით. ეს არის წიგნი, სადაც სიკვდილს და სიცოცხლეს თავისი აუწონავი ფასი აქვს, სიყვარულს კიდევ უფრო დიდი და ამ ყველაფრის საიდუმლო ისევე იდუმალი და ამოუხსნელია, როგორც თავად ადამიანური ბედისწერა.