ფიოდორ დოსტოევსკის გახმაურებულ რომანს „ძმები კარამაზოვები“ ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ესაა ნაწარმოები, რომელმაც გამოქვეყნებისთანავე (1880 წ.) მიიპყრო მკითხველის ყურადღება და დღესაც ისევე პოპულარულია (თუ უფრო მეტად არა), როგორც 140 წლის წინ.