რა დასამალია და მას შემდეგ, რაც ქართული პოეზიის პირველი ოთხტომეულის გამოცემა გადაწყდა, ყველაზე მეტად ავტორთა შერჩევა გაჭირდა. ქრონოლოგია ყველაფრის მთქმელი როდია. თანაც არავინ იცის ვინ და როდის წამოიწყო ქართული ლექსის ტკბილი , დაუსრულებელი სიმღერა...ვინ დაიჯერებს რომ რუსთველის ეპოქამდე არაერთი დიადი ქმნილება არ შთაუნთქავს. დიდი ადამიანები ხომ მხოლოდ შემოქმედებით არ ფასდებიან. შემოქმედება მათი სულის ამოძახილია...