ცნობილი საბავშვო მწერლის, მერი ბოლქვაძის მოთხრობები დაწერილია სხარტი, მაღალმხატვრული და ლაღი ენით. თავის დროზე ამ მწერალს სათანადოდ არ აფასებდნენ, რადგან ოქტომბრელებსა და პიონერებზე არაფერს წერდა. არადა, მისი ყოველი ნაწარმოები აფართოებს ბავშვის წარმოდგენებს გარე სამყაროზე; ავითარებს გემოვნებას, მახსოვრობის უნარს, ლოგიკურ და წარმოსახვით აზროვნებას; ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს, რაც განაპირობებს ბავშვის სწორ მეტყველებას.