სხვა ამსტერდამი

Qartulia NYC
SKU:
In Stock
$17.00

Description

„ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ბაბუაჩემი მელენტი მასხულია მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლანდიაში აღმოჩნდა, სადაც პარტიზანებს შეუერთდა ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ასე მეუბნებოდა დედაჩემი, რომელიც დაწვრილებით მიყვებოდა იმის შესახებაც, თუ როგორ გაიპარა მანამდე ბაბუაჩემი მელენტი საფრანგეთის ერთ-ერთი საკონცენტრაციო ბანაკიდან შვიდ ქართველ ტყვესთან ერთად. ომი რომ დამთავრდა, საბჭოთა კავშირში დაბრუნებული ბაბუაჩემი მოსკოვიდან პირდაპირ ციმბირში გააგზავნეს და იქ პატიმრობაში ათი წელი გაატარა. ალბათ ამიტომაც მეუბნებოდა მამაჩემი, რომ ბაბუაჩემი არა ფაშისტებს, არამედ კომუნისტებს ებრძოდა მთელი ცხოვრება და ამის გამო აღმოჩნდა კიდეც შორეულ გადასახლებაში. ყველაზე საინტერესო კი ჩემთვის, რასაკვირველია, ბებიაჩემის ვერსია იყო, რომელიც ამტკიცებდა რომ ბაბუა, სინამდვილეში, არავის ებრძოდა (საერთოდ) და ამსტერდამში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ იქ საყვარელი ჰყავდა, რომლის ბინაშიც ომის პრობლემებს ემალებოდა. ბებიაჩემს კი მაინც ვერსად დაემალა...“ – დათო ტურაშვილი. დათო ტურაშვილის მორიგი რომანი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამბებისა და მწერლის ჰოლანდიური შთაბეჭდილებების ნაკრებია. ამ წიგნით ქართველი მკითხველი დაინახავს მისთვის ჯერ უცნობ, ისტორიულ თუ თანამედროვე ამსტერდამს და ჰოლანდიელებს.

Custom Tab 01

At vero eos et accusamus et iusto odio dignissimos ducimus qui blanditiis praesentium voluptatum deleniti atque corrupti quos dolores et quas molestias excepturi sint occaecati cupiditate non provident, similique sunt in culpa qui officia deserunt mollitia animi, id est laborum et dolorum fuga. Et harum quidem rerum facilis est et expedita distinctio. Nam libero tempore, cum soluta nobis est eligendi optio cumque nihil impedit quo minus id quod maxime placeat facere possimus, omnis voluptas assumenda est, omnis dolor repellendus. Temporibus autem quibusdam et aut officiis debitis aut rerum necessitatibus saepe eveniet ut et voluptates repudiandae sint et molestiae non recusandae. Itaque earum rerum hic tenetur a sapiente delectus, ut aut reiciendis voluptatibus maiores alias consequatur aut perferendis doloribus asperiores repellat.