მწერალი ბავშვის აღზრდაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა მხატვრულ ლიტერატურას. მისი ნაწარმოებები პატარა მკითხველებს პატიოსნებას, მეგობრობას, გამტანობას, გულკეთილობასა და შრომისმოყვარეობას ასწავლის. ნიკო ლომოურის მოთხრობებზე მრავალი თაობა აღიზარდა და დღემდე პოპულარულია. ამ წიგნში შეტანილია მწერლის სამი შესანიშნავი მოთხრობა: „ქაჯანა“ (გვ.3), „ალი“ (გვ.27) და „პაწია მეგობრები“ (გვ. 81). „ქაჯანას“ მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი, რომელსაც ბავშვები დღესაც ინტერესით უყურებენ.