ქართული თიხა - ფიალა
ფერი: ყავისფერი
ბრენდი: Qartulia NYC
ფიალა — პირგაშლილი, დაბალი სასმისი. მცირე თასისმაგვარი ჭურჭელი. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ღვინის სასმისი. მცხეთის ბიბლიაში ფიალა წყლის ჭურჭლადაა მოხსენიებული. მზითვის წიგნებში დასახელებულია ოქროს, ვერცხლის, ფაიფურისა და თიხის ფიალები. ეთნოგრაფიის სინამდვილეში ფიალა ერქვა სამინდე ხის ჭურჭელს. ქიზიყში, ქართლში — პატარა სასმისს.