ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის სიყვარულზე ბევრი რამ არის ცნობილი, თუმცა მათი მიმოწერა სულ სხვა კუთხით გვაჩვენებს წყვილის ურთიერთობას.
ოლღას ძალიან ჰყვარებია ილია, თავიდანვე გადაუწყვეტია მისი სამუდამო თანამდგომა და ასეც მოიქცა, მხარში ედგა როგორც მეუღლეს, როგორც შემოქმედს, როგორც საზოგადო მოღვაწეს.
როცა მათ სასიყვარულო წერილებს კითხულობ, შეუძლებელია მათსავით არ განიცადო მათი განსაცდელი, მათი შიში, მათი სიხარული, მათსავით არ იღელვო, მათსავით არ აივსო სიყვარულის მარადიული გრძნობით.
მთელი სიცოცხლის მანძილზე წერდა ილია თავის ძვირფას მეუღლეს წერილებს. ამ წერილებით არა მხოლოდ ცოლ-ქმრის გასაოცარ სიყვარულს ვეცნობით, არამედ თვალწინ წარმოგვიდგება იმდროინდელი ეპოქა.