შტეფან ცვაიგი მე-20 საუკუნის უდიდესი ავსტრიელი მწერლია, რომლის ემოციურად და ფსიქოლოგიურად დატვირთული ნოველები გულგრილს არავის ტოვებს. ადამიანის განცდათა სიღრმე, მრავალმხრივობა თუ განსაკუთრებულობა ცვაიგივით, ალბათ, არავის ესმოდა. შესაბამისად, ამ განცდათა ანალიზი და ლიტერატურულ პერსონაჟებზე მორგებაც მისნაირად არავის გამოსვლია. ცვაიგის ნოველები ხასიათთა საოცარი, ამოუწურავი გამაა, ემოციებისა და გრძნობების კიდობანია.