ბეტონის ორმოცსართულიანი კეთილმოწყობილი ცათამბჯენის მცხოვრებნი ვნებააშლილ თამაშებში ეხვევიან და ნამდვილ ჯოჯოხეთში ამოყოფენ თავს. ალკოჰოლით გაბრუებული, თავქარიანი წვეულებები მაროდიორების თავდასხმის ადგილებად იქცევა, პენტჰაუზის აუღელვებელი და მშვიდი მეზობლები კი – ქვედა, ჭუჭყიანი სართულების ბინადრების ნამდვილ მტრებად. ცოტა ხანში დერეფნები ნაგვითა და ნანგრევებით გაივსება, აუზის ბინძური წყალი დაშრება, კედლებს უხამსი წარწერები შეავსებს…