ამ წიგნის მთავარი გმირია პოლიანა, თერთმეტი წლის ობოლი გოგონა, რომელსაც იშვიათი უნარი აქვს – ყველაფერში, რაც ირგვლივ ხდება, რაღაც სასიხარულო იპოვოს; და, რაც მთავარია, შეუძლია სხვებსაც ასწავლოს, როგორ უნდა უხაროდეთ მაშინ, როდესაც თითქოს ყველაფერი ძალიან, ძალიან ცუდადაა. პოლიანამ მთელი ქალაქი ჩააბა „სიხარულობანას“ თამაშში და ადამიანებს დიდი ხნის წინ დაკარგული სიხარულის განცდა დაუბრუნა.