ეს წიგნი ყველა ბავშვმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს. რატომ? იმიტომ, რომ აფართოებს ბავშვის ცოდნასა და ინტერესების სფეროს, სიხარულს, სასიამოვნო წუთებს ჩუქნის, თავისი ცხოვრებით აცხოვრებს, ხან ატირებს, ხანაც აცინებს. ბევრ კარგ თვისებას შესძენს, გააკეთილშობილებს, დიდი ცხოვრების კარიბჭემდე მიაცილებს და აგერ 173 წელია თავად ისევ წიგნის თაროზე რჩება.