ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენის მიზნით, ინგლისის არისტოკრატები შვილებს თავიანთ კოლონიებში აგზავნიდნენ. ასე მოხვდა 19 წლის ჰაგარდი ოქროს საბადოებით განთქმულ სამხრეთ აფრიკაში. დაკვირვებულმა, ცნობისმოყვარე და სხარტი გონების ახალგაზრდამ შეისწავლა შავკანიანთა ტომების ადათ-წესები, ლეგენდები და მითები. მას თავს გადახდა უამრავი რამ, რაც შემდგომ თავის რომანებში აღწერა.