მიკას უსაყვარლესი ბაბუა ძალიან ავადაა, ავადმყოფის მოსავლელად ჩამოსული პაპიდა კი ბიჭს ბაბუას ოთახში შესვლის ნებას თითქმის აღარ აძლევს. მაგრამ მიკას სასწაულის იმედი აქვს. თუმცა მანამდე ჯადოსნური ცირკი „მირანდუსი“ უნდა იპოვოს და მასთან ერთად – სინათლის მომთვინიერებელი – ჯადოსანი, რომელიც ოდესღაც ბაბუას სასწაულს დაჰპირდა. ეს საოცარი წიგნი მიკასთან ერთად გამოგზაურებს ჯადოსნურ სამყაროში და დაგარწმუნებს, რომ სასწაულის მოხდენა ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ ბავშვსაც შეუძლია.