წიგნი განკუთვნილია 6–7 წლის ბავშვებისთვის, რომლებმაც ეს–ესაა წერა–კითხვა ისწავლეს და მის განმტკიცებას ცდილობენ. მასწავლებლებს შეუძლიათ კრებულში თავმოყრილი მოთხრობებისა და იგავების კლასგარეშე საკითხავად გამოყენება. ტექსტები სრულად ითვალისწინებს მოსწავლის უნარ–ჩვევებსა და შესაძლებლობებს ამ ასაკში. გააზრებულ კითხვას აადვილებს მარტივი ტექსტები და შესაბამისი ლექსიკა. ქართული ფოლკლორის მოტივებზე აგებული მოთხრობები და იგავები ბავშვს დაეხმარება ფანტაზიის განვითარებაში, ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში 6 წლიდან