ტიხრული მინანქრის ურთულესი ტექნიკით შესრულებული ნახატი - ქართული სუფრა
ჩარჩო - ხე
ტექნიკა - ქართულ ხელოვნებაში უმთავრესად ტიხრული მინანქარია ცნობილი. ამოღრმავებული მინანქრის ერთადერთი ნიმუში, რომელიც ჯუმათის ეკლესიაში იყო დაცული, ამჟამად დაკარგულია. მინანქარს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. იგი ისევე ფასობდა, როგორც ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. ამის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში ხახულის ხატზე შემორჩენილი მინანქრის რაოდენობა და შესრულების დონეა. ქართული ტიხრული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება სხვა (მაგ., ბიზანტიური) ქვეყნების ტიხრული მინანქრისგან. ქართული მინანქრის ფერებს შორის თავისებურია ე.წ. ღვინისფერი და გამჭვირვალე მწვანე.