{"title":"უცხოური ლიტერატურა","description":"","products":[{"product_id":"16","title":"ტრიუმფალური თაღი","description":"\u003cp\u003eქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის! – ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის \"ტრიუმფალური თაღის\" გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან, რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ. ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი, რომლისკენაც სწრაფვა, ამავდროულად, გადარჩენისთვის ბრძოლას მოგვაგონებს. ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა. ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი. ...და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, \"ტრიუმფალური თაღის\" დასასრულს ომი მხოლოდ იწყება.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609349521578,"sku":null,"price":20.0,"currency_code":"USD","in_stock":false}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/16.jpg?v=1665764653"},{"product_id":"26","title":"ოსტატი და მარგარიტა","description":"\u003cp\u003eოსტატი და მარგარიტა“ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანია, რომელიც სამი მთავარი სიუჟეტური ხაზის გარშემო ვითარდება. ერთია თავად ოსტატისა და მარგარიტას ხაზი, მეორე – „წიგნი წიგნში“ – ახალი აღთქმის მოტივებზე მოთხრობილი ამბავი პილატესა და იეშუას ურთიერთობაზე; ხოლო მესამე – ეშმაკი ვოლანდისა და მისი უცნაური ამალის თავგადასავალი 20-30-იანი წლების საბჭოთა მოსკოვში\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609350045866,"sku":null,"price":20.0,"currency_code":"USD","in_stock":false}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/26.jpg?v=1665764671"},{"product_id":"37","title":"მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღსარება","description":"\u003cp\u003e\u003cspan\u003eყველაფერი იმ საბედისწერო ღამეს დაიწყო და დამთავრდა ცოლ-ქმრის იდუმალებით მოცული სიკვდილით.ეჭვმიტანილები კი შვილები არიან. ტენდი ენჯელისთვის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გროვდება, თუმცა ამ ამბის მთელი ტრაგიზმი ყველასა და ყველაფრისადმი, საკუთარი თავისადმიც კი, გაჩენილი ეჭვი და უნდობლობაა. ...და მაინც, რა მოხდა სინამდვილეში? ვინ იცის სიმართლე? ან, იქნებ, მთელი ამ ამბის გასაღები ოჯახური ურთიერთობების თავისებურებებშია მოსაძებნი? ტენდის მიზანი ოჯახის შებღალული სახელის აღდგენაა! მცდელობა კეთილშობილურია, თუმცა სარისკო და სახიფათო, რადგან სწორედ ეს მონდომება ახდის ბევრ საიდუმლოს ფარდას.\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609350504618,"sku":null,"price":18.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/37.jpg?v=1665764692"},{"product_id":"39","title":"საფრთხე ენდჰაუსში","description":"\u003cp\u003eზღვისპირა ქალაქი; სასტუმრო „მაჯესტიკი“ -იდეალური ადგილი დასასვენებლად; ერკიულ პუარო და კაპიტანი ჰასთინგზი აქ სწორედ ამიტომ არიან. ქალაქის განაპირას კი ენდჰაუსი - ძველი სახლი მდებარეობს; ამ ძველ სახლს ახალგაზრდა, მომხიბლავი და მხიარული მფლობელი ჰყავს - მადმუაზელ ნიკი ბაკლი. რა დააკავშირებს ამ ორ, სრულიად დამოუკიდებელ, მოცემულობას ერთმანეთთან, თუ არა დანაშაული? მკვლელობა! ...და, როცა საქმეში\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609350570154,"sku":null,"price":15.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/39.jpg?v=1665764695"},{"product_id":"58","title":"სანაპიროს მეკობრე","description":"\u003cp\u003eწიგნი ინგლისურიდან თარგმნა ლიკა კაკიაშვილმა. არდიტა, როგორც ბიძამისი ამბობს, ყველაზე ეგოისტი, გათამამებული, თავნება გოგონაა. შეყვარებულია კაცზე, რომელიც მისაღები არ არის მისი ოჯახისთვის. ამიტომ ბიძა ცდილობს, აზრი შეაცვლევინოს, მაგრამ არდიტა გადაწყვეტილებებს არასოდეს ცვლის!.. თუმცა, რა ხდება მაშინ, როდესაც არდიტას ცხოვრებაში სანაპიროს მეკობრე გამოჩნდება? კუნძულზე განმარტოებული ქალ-ვაჟი. ახალი აღმოჩენები. ოცნებები და... სიყვარული! და, მაინც, ეს ამბავი არც კუნძულზე დროებით დასახლებულ ორ ადამიანზეა და არც სამყაროსგან მოწყვეტილ რეალობაში დაბადებულ სიყვარულზე. იგი გვიამბობს ორი პიროვნების ხასიათზე, გოლფსტრიმის პალმებით შემორაგვულ იდილიურ გარემოში მათი აღმოჩენა კი შემთხვევითობაა და მეტი არაფერი.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609351717034,"sku":null,"price":10.0,"currency_code":"USD","in_stock":false}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/58.jpg?v=1665764730"},{"product_id":"82","title":"საბრალონი","description":"\u003cp\u003eსაბრალონი“ ჰიუგოს უდიდესი და, შეიძლება ითქვას, უმთავრესი რომანია, რომლის შექმნასაც მწერალმა 20 წელზე მეტი მოანდომა. რომანი გადმოსცემს XIX საუკუნის დასაწყისის საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს და წარმოაჩენს ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა: საზოგადოებრივი კლასების ცხოვრებისეული განსხვავებები; ქალის ზნეობირივ დაცემა გაჭირვების გამო; სამოქალაქო გადატრიელბის შემდგომ განვითარებული პრობლემები; ნამდვილი და წრფელი სიყვარული, რომელსაც ყველა სიძნელეზე გამკლავება შეუძლია\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609352601770,"sku":null,"price":44.99,"currency_code":"USD","in_stock":false}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/82.jpg?v=1665764770"},{"product_id":"83","title":"მარია სტიუარტი","description":"\u003cp\u003eეს დრამა საფრანგეთისა და შოტლანდიის დედოფლის,ინგლისის სამეფო კარის უიღბლო მემკვიდრის,მარია სტიუარტის,ეშაფოტზე აყვანიდან სამ-ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწერა! შტეფან ცვაიგის ,,მარია სტიუარტი\" ჩვეულებრივი რომანის ჩარჩოებში ვერ ეტევა.ეს არის ისტორიული სინამდვილისა და სისასტიკის გამომზეურება მთელი თავისი ტყუილ-მართლით,ჭორითა და სინამდვილით,ხალხის მეხსიერებაში მინავლებული თუ დალუქულ ზარდახშებში საგულდაგულოდ ჩამალული სასიყვარულო და პოლიტიკური ინტრიგებით სავსე წერილებით,სონეტებით.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609352634538,"sku":null,"price":37.0,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/83.jpg?v=1665764774"},{"product_id":"97","title":"ტრაგედიები","description":"\u003cp\u003e\u003cspan\u003eკრებულში შესულია: „ჰამლეტი\"; „მეფე ლირი\"; „რომეო და ჯულიეტა\"; „რიჩარდ მესამე\"\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609353486506,"sku":null,"price":34.99,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/97.jpg?v=1665764804"},{"product_id":"98","title":"ოლივერ ტვისტი","description":"\u003cp\u003eავტორი პატარა, ობოლი ბიჭის თავგადასავალს მოგვითხრობს. ოლივერი მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფარში ხვდება, სადაც ბევრი უსიამოვნებისა და დამცირების გადატანა უწევს, მაგრამ ბედს არ ეგუება - ზედამხედველის სისასტიკის ატანას აღარ აპირებს და თავშესაფრიდან გარბის. მაგრამ ცხოვრება არც თავშესაფრის გარეთ არის ლმობიერი,არც იქ ინდობს პატრა ოლივერს. როგორ განვითარდება მისი ამბავი?ცხადია, ამკითხვაზე პასუხი ნაწარმოებში გელოდებათ...\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609353584810,"sku":null,"price":34.99,"currency_code":"USD","in_stock":false}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/98.jpg?v=1665764806"},{"product_id":"122","title":"სკოლის სევდა","description":"\u003cp\u003eცნობილი ფრანგი მწერლის, დანიელ პენაკის ეს წიგნი ავტობიოგრაფიულია და მისი ცხოვრების იმ პერიოდებზე მოგვითხრობს, რომლებიც მან სკოლაში გაატარა, ჯერ როგორც წარუმატებელმა მოსწავლემ და შემდეგ - როგორც წარმატებულმა მასწავლებელმა. ”სკოლის სევდა” აუცილებლად უნდა წაიკითხონ მოზარდებმა, მშობლებმა და, რაც მთავარია, მასწავლებლებმა. წიგნში ცოცხლად და საინტერესოდ არის გადმოცემული მტკივნეული განცდები, რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში, პრობლემები, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი აწყდებიან ბავშვის აღზრდისა და სწავლების ურთულეს პროცესში. და ეს ყველაფერი მოთხრობილია უშუალოდ, მსუბუქი იუმორით, რაც, ყველაფერთან ერთად, წიგნს საოცრად სასიამოვნო წასაკითხს ხდის.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609354764458,"sku":null,"price":15.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/122.jpg?v=1665764844"},{"product_id":"127","title":"მე და შენ","description":"\u003cp\u003eიტალიელი მწერლის, ნიკოლო ამანიტის ნაწარმოები „მე და შენ“ მოზარდის მიერ მოთხრობილი ამბავია მარტოსულობაზე, გარე სამყაროს მიმართ შიშსა და უნდობლობაზე, ბულინგსა და ნარკომანიაზე. ლორენცო კუნი საკუთარ თავში ჩაკეტილი 14 წლის ბიჭია, მეგობრები არ ჰყავს და კლასელებიც ხშირად იგდებენ აბუჩად. იგი ხვდება, რომ ერთადერთი გამოსავალი აქვს: სხვებს უნდა დაემსგავსოს და ისე მოიქცეს, „როგორც ბუზი, რომელიც საშიშ კრაზანას ჰბაძავს“. თუმცა მან ისიც იცის, რომ მიბაძვა მხოლოდ ნიღაბია, ერთგვარი თამაში, რომელიც მოზარდების სასტიკ და აგრესიულ სამყაროში გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ლორენცო თავს ბედნიერად მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა მარტოა. მოულოდნელად ამ მყუდრო სიმარტოვეში მისთვის უცხო ადამიანი, 23 წლის ნახევარდა შემოიჭრება, რომელთან ერთად გატარებული რამდენიმე დღე მას სამყაროს სხვაგვარად დაანახვებს. იტალიელი მწერალი, ნიკოლო ამანიტი შვიდი რომანისა და მოთხრობების რამდენიმე კრებულის ავტორი და ფილმების სცენარისტი და რეჟისორია. იგი დაჯილდოებულია ვიარეჯოს პრემიით (2001 წ) და იტალიის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით „სტრეგა“ (2007 წ). მისი რომანები და მოთხრობები 44 ქვეყანაშია გამოცემული. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია ხუთი კინოფილმი, მათ შორის, ბერნარდო ბერტოლუჩის უკანასკნელი ნამუშევარი – „მე და შენ“ (2012 წ).\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609355878570,"sku":null,"price":15.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/127.jpg?v=1665764857"},{"product_id":"139","title":"კასანდრა","description":"\u003cp\u003eცნობილი გერმანელი მწერალი კრისტა ვოლფი (1929-2011 წწ) მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, მათ შორის, თომას მანის პრემიის ლაურეატია; განათლებით იგი არც კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი იყო და არც ძველი მსოფლიოს ისტორიისა, მაგრამ ტროელ ნათელმხილველ კასანდრაზე ჩაფიქრებული ნაწარმოების ხორცშესასხმელად საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ინტერესით გაეცნო კრეტა-მიკენის კულტურის ძეგლებს, შეისწავლა მითოლოგია და არქეოლოგია. კრისტა ვოლფმა მითიური სიუჟეტი მხატვრულად გადაამუშავა და კასანდრას სახე მითიდან სოციალურ-ისტორიულ კოორდინატებზე გადმოიტანა.\u003c\/p\u003e\n\n\u003cp\u003eმსოფლიო ლიტერატურაში კასანდრა ერთ-ერთი პირველი ქალია, რომელსაც ეყო სიმამაცე, მთელი თავისი შინაგანი ძალა მიემართა ომის, ნგრევისა და ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ.\u003c\/p\u003e\n\n\u003cp\u003e„...ხილვებს, რომლებიც მას ეუფლება, არაფერი აქვს საერთო ორაკულის ნაქადაგართან. იგი „ხედავს“ მომავალს, რადგან ჰყოფნის გამბედაობა, სწორად შეაფასოს თავისი თანადროული მოვლენები...“, – წერს კრისტა ვოლფი.\u003c\/p\u003e\n\n\u003cp\u003eკრისტა ვოლფის რომანში არ არის პირდაპირი მოწოდებები, იგი არ იძლევა კაცობრიობის გადარჩენის რეცეპტებს, მაგრამ მითის უნივერსალური ენით აფრთხილებს მოსალოდნელი საშიშროების წინაშე მდგარ საზოგადოებას.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609356927146,"sku":null,"price":16.0,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/139.jpg?v=1665764877"},{"product_id":"143","title":"სულების სახლი","description":"\u003cp\u003eNew York Times - ''სანახაობრივი… შთამნთქმელი და გამორჩეული ნამუშევარი… ''სულების სახლი'' თავისი ყოვლისმომცველი, გულუხვი და ჰუმანური მგრძნობელობით უნიკალური მიღწევაა, როგორც პირადი მოწმე, ასევე ლათინური ამერიკის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესაძლო ალეგორია.”\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609357156522,"sku":null,"price":29.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/143.jpg?v=1665764884"},{"product_id":"144","title":"თამაში რიოში მარგალიტებით","description":"\u003cp\u003eჰერმან ჰესეს (1877-1962) – გერმანელ-შვეიცარიელ მწერალს, პოეტსა და მხატვარს – ნობელის პრემია მიენიჭა 1946 წელს.ჰერმან ჰესე მე-20 საუკუნის დასაწყისის გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ, ინტელექტუალურ თუ მორალურ კრიზისს იმ ზოგადსაკაცობრიო იდეის რაკურსიდან ხედავს, რაც მის უკანასკნელ რომანში – „თამაში რიოში მარგალიტებით“ – „დიდი მეტაფორის“ სახით გაცხადდება.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609357222058,"sku":null,"price":24.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/144.jpg?v=1665764886"},{"product_id":"146","title":"ველური დეტექტივები","description":"\u003cp\u003eველური დეტექტივები“, როგორც ნამდვილ სამხრეთ-ამერიკულ პროზას შეეფერება, მოქმედებისა და მოძრაობის სიუხვითაა გამორჩეული. სიმწყობრის და თანმიმდევრულობის დამფასებლები, შესაძლოა გულაცრუებულებიც დარჩნენ. ეს კვაზი-ავტობიოგრაფიული ამბავია მეგობრობის, პოეზიის და დიქტატურების შესახებ. ნამდვილი სამხრეთ-ამერიკული ვნებით, თხრობის კინემატოგრაფიული მანერით, პოეზიის არანორმალური ცოდნით და სიყვარულით, ავტორი სამხრეთ-ამერიკულ პოეზიას, ახალგაზრდული კონტრკულტურული მოძრაობების ჩამოყალიბების პროცესს, ლიტერატურულ ბოჰემას და ადგილზე არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს გვაცნობს.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609357353130,"sku":null,"price":29.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/146.jpg?v=1665764889"},{"product_id":"148","title":"მიწის მადლი","description":"\u003cp\u003eკნუტ ჰამსუნის „მიწის მადლი“ მონუმენტური რომანია ადამიანისა და ბუნების მდუმარე, მკაცრი, მაგრამ სიყვარულით სავსე ურთიერთობის შესახებ.\u003c\/p\u003e\n\n\u003cp\u003eნაწარმოების მთავარი გმირია ისააკი, ნორვეგიელი ახალმოსახლე გლეხი, რომელიც უკაცრიელი ადგილის ათვისებას იწყებს.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609357418666,"sku":null,"price":22.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/148.jpg?v=1665764893"},{"product_id":"149","title":"თავისუფალი ქვეყანაში","description":"\u003cp\u003e„ლიტერატურული ოდისეა“ ქართველ მკითხველს სთავაზობს ნობელის პრემიის ლაურეატი ბრიტანელი მწერლის, ვ. ს. ნაიპოლის (ვიდიადჰარ სურაჯპრასად ნაიპოლი, 1932-2018) ნაწარმოებს “თავისუფალ ქვეყანაში”. სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალმა მწერალმა ოქსფორდის უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის შესასწავლად სტიპენდია მიიღო და სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა. ეს იყო პირველი დიდი მოგზაურობა, დამოუკიდებლად გავლილი 7 000 კილომეტრი, რამაც ახალგაზრდაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და მთელი დედამიწის შემოვლის საღერღელი აუშალა. და მართლაც, მისი შემოქმედების შთაგონების წყაროდ იქცა სხვადასხვა დროს ინდოეთში, აფრიკაში, აზიის ისლამურ ქვეყნებში სტუმრობა, ასევე ანტილის არქიპელაგის კუნძულებზე გატარებული ბავშვობა. „თავისუფალ ქვეყანაში“ მოიცავს პროლოგს, სამ მოთხრობასა და ეპილოგს. მოთხრობების გმირები სხვადასხვა ქვეყნის შვილები არიან, განსხვავებული მიზეზების გამო უცხო ქვეყანაში აღმოჩენილები. არის კი ამ ადამიანების მოგზაურობა ის გზა, რომელიც მათ თავისუფლებას აპოვნინებს, თუნდაც უცხო მიწაზე? და მაინც, რა არის თავისუფლება და როდის არის ადამიანი თავისუფალი? ამ კითხვებზე დააფიქრებს მკითხველს ვ. ს. ნაიპოლის მოთხრობების ეს კრებული.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609357451434,"sku":null,"price":19.0,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/149.jpg?v=1665764895"},{"product_id":"150","title":"პროფესორის საყვარელი ფორმულა","description":"\u003cp\u003eთანამედროვე იაპონელი მწერლის, იოკო ოგავას რომანი „პროფესორის საყვარელი ფორმულა“ ამბავია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მხოლოდ აწმყოთი ცხოვრება და როგორ შეუძლია საიდუმლოებით მოცულ ტოლობებს, მარტოსული ადამიანების ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშიროს. ნაწარმოების მიხედვით 2006 წელს ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს. პროფესორი ბრწყინვალე მათემატიკოსია, რომლის მეხსიერება თავის ტრავმის შემდეგ მხოლოდ 80 წუთს გრძელდება. ყოველ დილით ის და მისი ახალგაზრდა, გონიერი მოსამსახურე, რომელსაც 9 წლის ბიჭი ჰყავს, ხელახლა ეცნობიან ერთმანეთს და მათ შორის უცნაური მეგობრობა ყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ პროფესორის მოგონებები ყოველი 80 წუთის შემდეგ იშლება, მის ტვინს წარსულიდან ჯერ კიდევ შემოუნახავს ულამაზესი მათემატიკური განტოლებები და მათი ამოხსნის უზადო, დახვეწილი გზები. რიცხვების უსასრულო მწკრივი მოსამსახურესა და მის შვილს უცხო თვალისგან საიმედოდ დაცული პოეტური სამყაროს კარს უღებს.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609357811882,"sku":null,"price":16.0,"currency_code":"USD","in_stock":false}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/150.jpg?v=1665764897"},{"product_id":"207","title":"ნუ მოკლავ ჯაფარას","description":"\u003cp\u003eცნობილი მწერლის, ჰარპერ ლის  რომანი “ნუ მოკლავ ჯაფარას’ თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609360335018,"sku":null,"price":22.0,"currency_code":"USD","in_stock":false}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/207.jpg?v=1665765001"},{"product_id":"218","title":"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი","description":"\u003cp\u003eრომანში ამ ტაძრის ირგვლივ ვითარდება XV საუკუნის პარიზის ცხოვრება, რომელიც ზოგადსაკაცობრიო პრობლემების: სიყვარულის, ცოდვისა და სიკვდილის გარშემო ტრიალებს. რომანში სამი მთავარი გმირია: ულამაზესი ბოშა ქალი ესმერალდა, განათლებული, ლამაზი, მაგრამ გულცივი კლოდ ფროლო და მახინჯი, მაგრამ ლამაზი სულის ადამიანი, ტაძრის ზართამრეკავი კვაზიმოდო. ამ სამი ადამიანისა და გარშემომყოფებთან ურთიერთობაში იკვეთება რომანის იდეა, რომელიც მკითხველში ცეცხლს ანთებს\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609361318058,"sku":null,"price":34.99,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/218.jpg?v=1665765028"},{"product_id":"222","title":"მადამ ბოვარი","description":"\u003cp\u003eგუსტავ ფლობერმა \"მადამ ბოვარის\" მთელი ხუთი წელიწადში შეალია. \"ნუთუ ოდესმე მიხვდებიან, რა რთულია ეს უბრალოება და რამდენი ფანდია საჭირო, რომ მართალი იყო\". - წერდა რომანზე მუშაობისას. იოლი მართლაც ვერ იქნებოდა, მკითხველამდე მთელი სირთულით მიეტანა სკარლეტის შინაგან ბუნებასთან, ეწინააღმდეგება მას, თუმცა სკარლეტი მაინც იმ დროის ტიპური წარმომადგენელია.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609361612970,"sku":null,"price":34.99,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/222.jpg?v=1665765035"},{"product_id":"227","title":"ჯადოსნური მთა","description":"\u003cp\u003eჯადოსნური მთა“ პირველად 1924 წელს გამოიცა. ითვლება, რომ „ჯადოსნურ მთას“ XX საუკუნის გერმანულ ლიტერატურაზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა.თომას მანი სიკვდილის პირისპირ მდგარი ადამიანისა და მისი ახლობლების ფსიქოლოგიას იკვლევს. მთავარი გმირის მსოფლმხედველობას თავდაყირა აყენებს სიკვდილის სიახლოვე.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609361842346,"sku":null,"price":44.99,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/227.jpg?v=1665765045"},{"product_id":"228","title":"ტრიუმფალური თაღი","description":"\u003cp\u003eტრიუმფალური თაღი“ ავტორის ანტიფაშისტური სულისკვეთების ყველაზე უფრო მკვეთრი გამოხატულებაა. ფაშისტური გერმანიიდან განდევნილი ნიჭიერი ექიმი რავიკი პარიზში ცხოვრობს და ემიგრანტის საშინელ ხვედრს იზიარებს, დაეძებს ჰიტლერელ ჯალათს, რომელმაც არაერთი ადამიანი აწამა, და ერთპიროვნულად უსწორდება მას.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609361875114,"sku":null,"price":34.99,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/228.jpg?v=1665765047"},{"product_id":"230","title":"სიყვარულის ორმოცი წესი","description":"\u003cp\u003eთურქი მწერალი ელიფ შაფაქი დაიბადა 1971 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ სტრასბურგში, დიპლომატების ოჯახში. დაამთავრა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი. ცხოვრობს ამერიკასა და თურქეთში. მშობლიური თურქულის გარდა, წერს ინგლისურად. თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან. მისმა რომანებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელს მსოფლიოში. რომანი „სიყვარულის ორმოცი წესი“ ინგლისურად დაწერილ მის სამ რომანთაგან ერთ-ერთია. თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და... აღმოსავლეთი!\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609362006186,"sku":null,"price":20.0,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/230.jpg?v=1665765050"},{"product_id":"235","title":"ნადირობა ცხვარზე","description":"\u003cp\u003eნადირობა ცხვარზე“ „ვირთხას ტრილოგიის“ ბოლო წიგნია, მურაკამისთვის ჩვეული ერთგვარი მისტიციზმით გაჯერებული. გამართული სიუჟეტური ხაზი, მარტივი სიტყვები, მშვიდი თხრობა, განსაკუთრებული არაფერი... ეს ყველაფერი როგორღაც თავისთავად, იოლად აღიქმება, მაგრამ აი, სულ ორიოდე გვერდზე აღწერილი ფინალი, და... უცებ ქრება ყოველგვარი სიმარტივეც და უბრალოებაც. ფინალი მართლაც ბევრ კითხვას ბადებს, რომლებზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია. წიგნი ყოველგვარი განმარტების გარეშე, ერთბაშად მთავრდება, რაც გამოუცდელ მკითხველს ლამის გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს, თუ ის, რა თქმა უნდა, მხოლოდ სიუჟეტური ხაზის იმედად დარჩება. მაშველი რგოლის მაგივრობას ფსიქოანალიზი თუ გაგიწევთ, რის წყალობითაც, საბოლოოდ ყველაზე თუ არა, ბევრ კითხვაზე მიიღებთ პასუხს.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609362235562,"sku":null,"price":24.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/235.jpg?v=1665765058"},{"product_id":"237","title":"მოსამართი ჩიტის ქრონიკები","description":"\u003cp\u003eჰარუკი მურაკამის რომანი „მოსამართი ჩიტის ქრონიკები“ ჭეშმარიტად ვირტუოზული ნაწარმოებია. მეორე მსოფლიო ომის საშინელებანი და ჩვენი თანამედროვის ბედი იაპონიაში, მეტაფორული აზრების მთელი წყება, თხრობის განსხვავებული ფენები, წერილები, მისტიკური სიზმრები, მოგონებები, საჟურნალო სტატიები, კოდირებული ფაილები ‒ წარმოუდგენელი მოვლენებისგან ნაქსოვი ერთიანი, მთლიანი ტილო. დახვეწილი ირონია და ჰარუკი მურაკამის შეუდარებელი ინტონაციები, რომელმაც თვითონვე თქვა საკუთარ ნაშრომზე: „მოსამართი ჩიტის ქრონიკები“ ‒ ეს არის აბსოლუტური რომანის დაწერის მცდელობა“. და მაინც, იაპონელებს სამყაროს აღქმის საკმაოდ უცნაური უნარი აქვთ. სწორედ აღქმის ამ თავისებური სტილით იაპონელ მწერლებს ადვილად გამოვარჩევთ დასავლელი მწერლებისგან. თუ ფიქრობთ, რომ წიგნის ბოლოს ვიღაც უსახელო ღმერთი ყველაფერში გაგარკვევთ, იმედი სრულიად გაგიცრუვდებათ. არავინ არაფერს არ აგიხსნით. არავინ არაფერში არ გაგარკვევთ. თვითონ უნდა გაერკვეთ მთელ ამ სიმბოლიკაში, ყველა ამ გმირის როლში.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609362333866,"sku":null,"price":29.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/237.jpg?v=1665765062"},{"product_id":"239","title":"ნორვეგიული ტყე","description":"\u003cp\u003eტოკიო, XX საუკუნის 60-იანი წლების მიწურული, დრო, როდესაც იაპონელი სტუდენტები, მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების მსგავსად, ამბოხებებს აწყობენ არსებული წესრიგის წინააღმდეგ. მთავარი გმირი, სტუდენტი ტორუ ვატანაბე კი ვერაფერს ამჩნევს, მას ორი ქალი უყვარს - ფსიქიკურად ტრავმირებული მშვენიერი ნაოკო და სიცოცხლით სავსე, ემოციური მიდორი. რომანი მოგვითხრობს ადამიანების რთული ბედის, დანაკარგების, სიყვარულისა და სექსუალური ცხოვრების შესახებ. თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის რომანი „ნორვეგიული ტყე“ 1987 წელს გამოიცა და ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. 2010 წელს გამოვიდა ამავე სახელწოდების ფილმი\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609362399402,"sku":null,"price":22.0,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/239.jpg?v=1665765065"},{"product_id":"240","title":"ნაწყვდიადევს","description":"\u003cp\u003eნაწყვდიადევს“ ღამის ტოკიოში იდუმალ შეხვედრებზე დაწერილი მცირე მოცულობის ნატიფი რომანია. რომანის ყველა ამბავი ერთ ღამეში ხდება. უზარმაზარ მეგაპოლისში ადამიანები შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს, უყვარდებათ, შორდებიან და ისევ ხვდებიან, როცა წყვდიადი უკან იხევს. ეს არის ისტორია ღამის ქალაქზე, ისტორია დასაწყისისა და დასასრულის გარეშე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ღრმად ჩასწვდე, ეძებო და აღმოაჩინო კიდეც ამ რომანის იდუმალ სიღრმეებში რაღაც მნიშვნელოვანი გაკვეთილები, რომლებიც მწერალს სურდა, მკითხველამდე მიეტანა, მაგრამ ამის აუცილებლობა არ არის. უბრალოდ, უნდა დატკბე ამ წიგნის განსაკუთრებული ატმოსფეროთი, რომელიც ჩნდება მხოლოდ ღამით, როცა მზე ჰორიზონტს მიღმაა, როცა უკლებლივ ყველა ფანჯარაში შუქი ქრება, ქუჩას კი მხოლოდ ფარნები ანათებს; სწორედ ამ დროს წიგნის მთავარი გმირებიც კი არც ისე მთავარ გმირებად გვეჩვენება. მათი ისტორიები ცაში გამკრთალი ვარსკვლავებივით გაიელვებს ხოლმე.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609362497706,"sku":null,"price":17.0,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/240.jpg?v=1665765067"},{"product_id":"243","title":"პატარა ჩარლის მოგზაურობა","description":"\u003cp\u003e\"პატარა ჩარლის მოგზაურობის მარშრუტი ასეთია: ამერიკის მიჩიგანის შტატიდან კანადამდე და უკან. ამ მოგზაურობის მიზანი გაქცეული მონების უკან დაბრუნებაა, საბაბი კი ოჯახის ვალი, რომელიც პატარა ჩარლიმ უნდა გაისტუმროს. მოგზაურობისას შეიძლება აღმოაჩინო, რომ ყველაფერი, რაც იყო და რაც არის, ტყუილია! რას აკეთებს პატარა ბიჭი, როცა დიდი ისტორიული უსამართლობის პირისპირ აღმოჩნდება?\"\u003c\/p\u003e\n\n\u003cp\u003eსპეციფიკაციები\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609362661546,"sku":null,"price":18.0,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/243.jpg?v=1665765072"},{"product_id":"259","title":"მძიმეა დღის ბოლო","description":"\u003cp\u003eმრავალი ათეული წლის განმავლობაში ყველა დროის ეს შესანიშნავი ბესტსელერი ათასობით ადამიანს დაეხმარა წარმატების და დიდების მწვერვალზე ასვლაში. 1936 წელს გამოსვლისთანავე წელიწადზე ნაკლებ დროში გაიყიდა ამ წიგნის მილიონზე მეტი ეგზემპლარი.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609363742890,"sku":null,"price":18.0,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/259.jpg?v=1665765097"},{"product_id":"304","title":"რადეცკის მარში","description":"\u003cp\u003eცნობილი ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი, მოსე იოზეფ როთი (1894-1939) გალიციის პატარა ქალაქ ბროდიში ებრაულ ოჯახში დაიბადა. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ლემბერგის (1913), შემდეგ კი ვენის უნივერსიტეტში (1914) განაგრძო, სადაც ფილოსოფიასა და გერმანულ ლიტერატურას შეისწავლიდა. 1916 წლიდან ავსტრიელ ჰაბსბურგთა საიმპერატორო არმიას შეუერთდა, 1918 წელს კი ვენაში დაბრუნდა და „წითელი იოზეფის“ ფსევდონიმით დაიწყო სტატიების გამოქვეყნება. როგორც ჟურნალისტი, მოღვაწეობდა ბერლინსა და პარიზში. იოზეფ როთი ავტორია რომანებისა: „რადეცკის მარში“, „იობი“, „ობობას ქსელი“, „ბრმა სარკე“, „გაქცევა დასასრულის გარეშე“, „მუნჯი წინასწარმეტყველი“, „მკვლელის აღსარება“ და „კაპუცინელის სამარე“. „რადეცკის მარში“, რომელსაც ლიტერატურის კრიტიკოსები ყველაზე მნიშვნელოვან გერმანულენოვან თხზულებათა ოცეულში მოიაზრებენ, პირველად 1932 წელს ბერლინში გამოიცა. რომანი ტროტას საგვარეულოს ოთხი თაობის ცხოვრების მაგალითზე გადმოგვცემს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის, ჰაბსბურგთა დინასტიისა და ზოგადად ძველი ევროპის დაცემის ისტორიას. ნობელიატი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას აზრით, „რადეცკის მარში“ საუკეთესო პოლიტიკური რომანია, რაც კი ოდესმე დაუწერიათ“\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609365643434,"sku":null,"price":27.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/304.jpg?v=1665765176"},{"product_id":"307","title":"ორი ქალაქის ამბავი","description":"\u003cp\u003eნუ შეგაშინებთ წიგნის სიდიდე ან ის, რომ „ორი ქალაქის ამბავი“ სამი საუკუნის წინანდელ ისტორიულ მოვლენებს ეფუძნება, რადგან, თქვენდა გასაოცრად, უამრავ საერთოს აღმოაჩენთ დღევანდელობასთან. რომანი, რომელიც მხატვრული ტექსტის სტილისტიკურ ინტერპრეტაციაში სამაგიდო წიგნადაა აღიარებული, საფრანგეთის რევოლუციის ეპოქას აღწერს, მაგრამ წარმოუდგენლად თანამედროვედ მოგეჩვენებათ. მოყვასის მიმართ ენით აუწერელ სისასტიკეს ამოუხსნელი სიმაღლის ქრისტიანული სიყვარული და თავგანწირვა უპირისპირდება, ტრაგიზმს – სატირა და იუმორი, ეპოქის თუ გარემოს სიღრმისეულ აღწერას – დაძაბული დეტექტიური სიუჟეტი, და უმაღლესი სამწერლობო ოსტატობით ნაძერწ პერსონაჟებთან ერთად თქვენდაუნებურად თავდავიწყებით გადაეშვებით კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპოქის პარიზსა და ლონდონში სამოგზაუროდ. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ის, რაც იქ ხდება, წარსულს ჩაბარდა ან, რომ დიკენსი მოკვდა: ის ისეთივე ცოცხალია დღეს, როგორც 1859 წელს, როცა ამ რომანს წერდა. დაბოლოს, ერთი ამონარიდი ვახტანგ ჯავახაძის პუბლიკაციიდან „ისევ გალაკტიონი“: „დიკენსი გალაკტიონის რჩეულ ავტორთა შორის უნდა დავასახელოთ: „…აქ ვკითხულობდი დიკენსს. …დიკენსის გმირივით მიყვარდა ცეცხლთან ჩაფიქრება. …მიყვარდა, როგორც დიკენსის გმირებს, ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება. …როგორც უყვარდათ დიკენსის გმირებს. …ავიღებ ხელში ისევე დიკენსს. …ვარჩევდი დიკენსს. …დავხურავ დიკენსს.“ ასე რომ, „ორი ქალაქის ამბავი“ ნამდვილად წასაკითხი ამბავია.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609365708970,"sku":null,"price":24.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/307.jpg?v=1665765180"},{"product_id":"309","title":"რჩეული მოთხრობები","description":"\u003cp\u003eმწერლის პირველი ნაწარმოები 1920-იანი წლებით თარიღდება. ბულგაკოვი 1921 წლიდან მოსკოვში დასახლდა და წერა აქტიურად განაგრძო. იგი მოთხრობებში თავისსავე ცხოვრებისეულ ამბებს ასახავდა და გაბედული, სხარტი, ალეგორიული შემოქმედებით იმდროინდელი რუსეთის საზოგადოებისთვის არცთუ სასურველ მწერლად იქცა. მისი მეამბოხე სამყარო ვერ ეგუებოდა ჩარჩოებს, რომელსაც რევოლუციის ტალღაზე მოსული ხელისუფლება შემოქმედ ადამიანებს უწესებდა. რამდენჯერმე სცადა კიდეც საბჭოეთის დატოვება, მაგრამ ყოველთვის უარი მიიღო. 1930-იანი წლებიდან ბულგაკოვის მოთხრობების უმეტესობა აიკრძალა, გახმაურებული რომანი „ოსტატი და მარგარიტა“ კი მწერლის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ დაიბეჭდა.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609365774506,"sku":null,"price":24.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/309.jpg?v=1665765182"},{"product_id":"310","title":"სიკვდილი კრედიტით","description":"\u003cp\u003e„სიკვდილი კრედიტით“ – ამ რომანზე საუბარი შეიძლებოდა ასე დაგვეწყო: გულახდილობა – 100%, კაცთმოძულეობა – 100%. რაც შეეხება ბილწსიტყვაობას, აშკარად დაავიწყდათ, რომ ასე თუ ისე ზომიერების დაცვა ურიგო არ იქნებოდა; უკეთესი მომავლის იმედით აქ არავინ ცხოვრობს, არც ადამიანის კეთილშობილი თვისებებისა სწამთ. წიგნი ავტობიოგრაფიულია და უამრავი გამოგონილი დეტალითაა გაზავებული, ზუსტად ისე, როგორც მწერლის პირველ წიგნში „მოგზაურობა ღამის დასალიერში“. რომანი ღვარძლითა და სიძულვილითაა გაჟღენთილი; დიდი ტკივილითაც, იმის გამო, რომ მთავარ პერსონაჟს – ფერდინანდს მთელი ცხოვრება უკუღმა წაუვიდა. ამაში ის ბრალს სდებს მშობლებს, ნაცნობ-მეგობრებს... ირგვლივ ყველას, მთელ სამყაროს. არ ივიწყებს საკუთარ თავსაც და ყველა შესაძლო ბინძური ეპითეტით ამკობს მას. ლუი-ფერდინანდ სელინი სახელგანთქმული გახდა რომანებით „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ (1932 წ.) და „სიკვდილი კრედიტით“ (1936 წ). ეს ნაწარმოებები გამოსვლისთანავე ითარგმნა სხვადასხვა ენაზე. მიუხედავად პოპულარობისა, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს სელინს საოკუპაციო რეჟიმთან კავშირში დასდეს ბრალი, მოგვიანებით კი გადაასახლეს. 1951 წელს ყველასაგან მივიწყებული ლუი-ფერდინანდ სელინი სამშობლოში დაბრუნდა და პარიზის გარეუბან მიოდონში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ღარიბთათვის პრაქტიკოს ექიმად მუშაობდა.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609365840042,"sku":null,"price":29.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/310.jpg?v=1665765184"},{"product_id":"314","title":"ტრამალის მგელი","description":"\u003cp\u003eეს კაცი... სულს გვიფორიაქებდა, ლოდივით გვაწვა გულზე და, გულახდილად რომ გითხრათ, ამ გრძნობას დღემდე თავი ვერა და ვერ დავაღწიე. ტრამალის მგელს ღამღამობით ეხლაც ვხედავ ხოლმე სიზმარში და ვგრძნობ, რომ თვით მისი არსებობაც კი თითქოს მბოჭავს და სულის სიმშვიდეს მაკარგვინებს, თუმცა კი ნამდვილად ძალიან მიყვარს\". აი, ასე წარუდგინა ჰესემ მკითხველს ჰარი ჰალერის ჩანაწერების გამომცემლის პირით თავისი ნაწარმოების პერსონაჟი - ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი, რომელშიც ადამიანური და მგლური მარტოსულობა შერწყმულიყო. მკითხველმაც ალბათ ასევე მიიღო, ყოველ შემთხვევაში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მეტისმეტად ინტელექტუალური ლიტერატურით გატაცებულმა გერმანიამ ერთბაშად აიტაცა და შეიყვარა ეს წიგნი. თუმცა, ჰესე ფიქრობდა, \"ტრამალის მგელს\" ხშირად არასწორად იგებენო. ასეა თუ ისე, იუნგის თეორიის მიხედვით შექმნილი ეს წიგნი დღესაც აშფოთებს ადამიანთა სულებს.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609366069418,"sku":null,"price":19.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/314.jpg?v=1665765190"},{"product_id":"316","title":"მისტერიები","description":"\u003cp\u003eცნობილ ნორვეგიელ მწერალს, 1920 წლის ნობელის პრემიის ლაურეატს კნუტ ჰამსუნს როგორც მწერალს, აღიარება პირველმა რომანმა, 1890 წელს გამოცემულმა „შიმშილმა“ მოუტანა. 1892 წელს კი გამოვიდა მისი მეორე რომანი – „მისტერიები“, რომელსაც კრიტიკოსები მწერლის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევენ. მე-19 საუკუნის მიწურულს გამოქვეყნებულ ამ ფსიქოლოგიურ, მოდერნისტულ რომანში მე-20 საუკუნეში ფართოდ გავრცელებული ფილოსოფიური შეხედულებები იჩენს თავს. ესაა რომანი ადამიანის შინაგან კონფლიქტებზე და მის ადგილზე გარესამყაროში, რომლის მთავარი პერსონაჟი – არაორდინალური, გაორებული და მარტოსული ნაგელი სიყვარულის მუდმივი, დაუსრულებელი მისტერიითაა შეპყრობილი.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609366134954,"sku":null,"price":24.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/316.jpg?v=1665765192"},{"product_id":"317","title":"ხმაური და მძვინვარება","description":"\u003cp\u003eიოკნაპატოფას ციკლის რომანი, \"ხმაური და მძვინვარება,\" 1929 წელს დაიწერა. ნაწარმოების სათაური აღებულია შექსპირის \"მაკბეტის\" ცნობილი მონოლოგიდან. მწერალი ურთიერთობის ორიგინალურ ფორმას სთავაზობს მკითხველს, რომელსაც იმდენად დიდი სამუშაოს შესრულება უხდება, უჩნდება თანაავტორობის უჩვეულო განცდა. ინფორმაციის მიღება ამ წიგნიდან უაღრესად შრომატევადი პროცესია. ფოლკნერი მიმართავს XX საუკუნის მოდერნისტული მწერლობისთვის დამახასიათებელ მეთოდს, რომელსაც ცნობიერების ნაკადს უწოდებენ.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609366692010,"sku":null,"price":24.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/317.jpg?v=1665765194"},{"product_id":"318","title":"მარწუხებში ასპერნის წერილები","description":"\u003cp\u003eჰენრი ჯეიმზი (1843-1916) ამერიკულ-ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსია. თავის თხზულებებს (20 რომანი, 112 მოთხრობა და 12 პიესა) იგი წერდა 50 წლის განმავლობაში, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, ჯერ, როგორც რეალიზმის, შემდეგ კი, მოდერნიზმის მიმდევარი. მისტიკურ-ფსიქოლოგიური მოთხრობა „მარწუხებში“ (1898) – მავანი ლონდონელი დენდი ხდება დაობლებული ძმისშვილების მეურვე, რომლებსაც ის მსახურებთან ერთად თავის ქალაქგარეთ მდებარე სასახლეში დააბინავებს, ახალგაზრდა გუვერნანტს კი (სწორედ ის მოგვითხრობს სასახლეში რეალურად მომხდარ ამბებს) პირობას ჩამოართმევს, არასოდეს, არანაირ ვითარებაში არ შეაწუხოს პატრონი და გადაწყვეტილებები თავად მიიღოს.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609366724778,"sku":null,"price":24.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/318.jpg?v=1665765195"},{"product_id":"320","title":"ორლანდო","description":"\u003cp\u003eორლანდო, რომელიც ახლად დავაჟკაცებული ჭაბუკი გახლდათ, ფლობდა უცნაურ ზემოქმედების ძალას - აეფორიაქებინა ადამიანების ფანტაზია და ის თვალი მიეპყრო, რომელიც მის ხსოვნას გაცილებით დიდხანს შემოინახავდა ცოცხლად, ვიდრე სხვა, უფრო სიცოცხლისუნარიან თვისებებს შესწევთ უნარი, არ გაქრნენ დროში. ამ იდუმალ გრძნებას სილამაზის, წარმომავლობის და რაღაც, უფრო იშვიათი ნიჭის ერთობლიობა ქმნიდა, რომელსაც შეიძლება ელვარე ხიბლი ვუწოდოთ. ვირჯინია ვულფი (1882-1941) აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოდერნისტ მწერლად და ნოვატორად. იგი ცნობილ ინტელექტუალთა \"ბლუმსბერი ჯგუფის\" დამფუძნებელია. ჯეიმზ ჯოისის კვალდაკვალ იგი პირველთაგანია, ვინც შეიმუშავა და გამოიყენა \"ცნობიერების ნაკადის\" სტილი ლიტერატურაში (რომანები \"გზა შუქურისკენ\", \"მისიზ დელოვეი\", \"ტალღები\" და სხვ.). \"ორლანდო\" სრულიად განსხვავებული სტილისტიკის რომანია, ორიგინალური ფანტასმაგორია, სადაც ავტორი ჟამთააღმწერლად გვევლინება და მსუბუქი ირონიით, ხანაც მძაფრი სატირით ხატავს იშვიათი გარეგნობისა და პოეტური ნიჭით დაჯილდოებული დიდგვაროვანი ინგლისელი ჭაბუკის ზღაპრულ მოგზაურობას საუკუნიდან საუკუნეში, სამყაროდან სამყაროში, მის გარდასახვას მამაკაციდან ქალწულად და შემდეგ შეყვარებულ ქალად... ვირჯინია ვულფის ამ რომანმა საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა XX საუკუნის ლიტერატურაზე და იგი დღესაც მუდმივი მჯელობის და კვლევის საგანი\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609366823082,"sku":null,"price":24.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/320.jpg?v=1665765198"},{"product_id":"321","title":"ოსტატი და მარგარიტა","description":"\u003cp\u003eოსტატი და მარგარიტა“ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანია, რომლის არსის ამოხსნაზე დღემდე მსჯელობენ და კამათობენ კრიტიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები. ამ ნაწარმოებში ნებისმიერი გემოვნების მკითხველი იპოვის მისთვის საინტერესოს: სახელწოდება იმთავითვე გვაუწყებს, რომ ხელოვნების რაობაზე დაფიქრება და ამაღლებულ სიყვარულთან ზიარება მოგვიწევს; „წიგნი წიგნში“ – ახალი აღთქმის მოტივებზე მოთხრობილი ამბავი პილატესა და იეშუას (იესოს) ურთიერთობაზე – სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ჭიდილს კიდევ ერთხელ დაგვანახვებს; რომანის მესამე შრე – ეშმაკი ვოლანდისა და მისი ამალის თავგადასავალი კი ჯადოქრობისა და მისნობის ასევე ოდინდელ თემებს ავითარებს. ამგვარად, თქვენ წინაშეა მარადიული წიგნი მარადიულ საკითხებზე.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609366855850,"sku":null,"price":24.9,"currency_code":"USD","in_stock":false}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/321.jpg?v=1665765199"},{"product_id":"322","title":"მოთამაშე, იატაკქვეშეთის ჩანაწერები, უპოვარნი","description":"\u003cp\u003eეს წიგნი დიდი რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის სამ მცირე რომანს აერთიანებს, რომელთაგან თითოეული, გარკვეული თვალსაზრისით, საეტაპო ნაწარმოებია ავტორის შემოქმედებაში. „უპოვარნი“ დოსტოევსკის პირველი რომანია, რომელიც მან 1840-იან წლებში დაწერა და რომელმაც მწერალს სანქტ-პეტერბურგის ლიტერატურული წრეების კარი გაუღო; „იატაკქვეშეთის ჩანაწერებმა“ დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელ ფილოსოფიურ აზროვნებაზე და შემდგომ განვითარებულ მოდერნისტულ ლიტერატურაზე; ხოლო „მოთამაშე“ ერთგვარად ავტობიოგრაფიული რომანია და ასახავს თავად მწერლის მისწრაფებას აზარტული თამაშების, კერძოდ კი „რულეტკის“ მიმართ.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609366888618,"sku":null,"price":24.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/322.jpg?v=1665765201"},{"product_id":"323","title":"როგორ გავხდი ის რაც ვარ","description":"\u003cp\u003eბავშვობაში უბრალო მისწრაფებები მქონდაო. ყველაზე მეტად ძაღლი უნდოდა; კიდევ - ორსართულიანი სახლი შიდა კიბით... სახლი, რომელშიც მხოლოდ ერთი ოჯახი - მისი ოჯახი იცხოვრებდა; კიდევ უნდოდა, მამას ოთხკარიანი ფურგონი ჰყოლოდა ორკარა ”ბიუკის“ ნაცვლად; ჯერ კიდევ ”კიკინებიანი“ გოგონა იყო, როცა დამაჯერებლად ამბობდა, რომ გავიზრდები, პედიატრი გამოვალო. უფროს ძმას კი მუდმივად უჩიჩინებდა, რადაც უნდა დაგიჯდეს, ყველა საგანში უმაღლესი შეფასება უნდა მიიღოო; წერს, ამბიციური ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, რას ვუმიზნებდიო. სამიზნეები კი ”კიკინებთან“ გამომშვიდობების კვალდაკვალ გამოიკვეთა და გოგონამ უკვე მკვეთრად პრაგმატულად დაალაგა, დახვეწა და განახორციელა სამომავლო გეგმები, და ერთ დღესაც ზესახელმწიფოს - ამერიკის შეერთებული შტატების - პირველი ლედი გახდა. ”ამ სტატუსმა ისეთი გასაქანი მომცა, რომლის მსგავსს ვერც წარმოვიდგენდი; უამრავი გამოწვევის წინაშე დამაყენა და ქედის მოხრა მასწავლა, ზეცაშიც ამაფრინა და მიწაზეც დამანარცხა“, - ამბობს მიშელ ობამა, რომელმაც პიროვნებად ჩამოყალიბების ფაქტორები (ადამიანებიც), მისწრაფება-ოცნებების, ინტერესებისა და, ზოგადად, მსოფლმხედველობისა და ღირებულე-ბების განსაზღვრის მიზეზ-შედეგები გაიხსენა, კარგად გააანალიზა და... დაწერა ”როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609366921386,"sku":null,"price":24.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/323.jpg?v=1665765203"},{"product_id":"326","title":"მასწავლებელი","description":"\u003cp\u003eწიგნი აღწერს ახალგაზრდა მამაკაცის, უილიამ ქრიმსვორთის ამბავს, ცხოვრებაში ადგილის საპოვნელად მის ძიებებს, ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ, პრინციპულ მამაკაცად, რომლისთვისაც გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანის სულიერი სიმდიდრე, ვიდრე გარეგნული ბრწყინვალება - გონიერი ახალგაზრდა მასწავლებელი მალევე მიხვდა, რომ რაც ბრწყინავს, ყოველთვის ოქრო არ არის\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609367019690,"sku":null,"price":15.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/326.jpg?v=1665765208"},{"product_id":"327","title":"ნოველები","description":"\u003cp\u003eშტეფან ცვაიგი მე-20 საუკუნის უდიდესი ავსტრიელი მწერლია, რომლის ემოციურად და ფსიქოლოგიურად დატვირთული ნოველები გულგრილს არავის ტოვებს. ადამიანის განცდათა სიღრმე, მრავალმხრივობა თუ განსაკუთრებულობა ცვაიგივით, ალბათ, არავის ესმოდა. შესაბამისად, ამ განცდათა ანალიზი და ლიტერატურულ პერსონაჟებზე მორგებაც მისნაირად არავის გამოსვლია. ცვაიგის ნოველები ხასიათთა საოცარი, ამოუწურავი გამაა, ემოციებისა და გრძნობების კიდობანია.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609367085226,"sku":null,"price":15.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/327.jpg?v=1665765209"},{"product_id":"332","title":"ლოლიტა","description":"\u003cp\u003eვლადიმერ ნაბოკოვი (1899-1977) – მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული და სკანდალური მწერალი – რუსეთის იმპერიაში, სანქტ-პეტერბურგში დაიბადა. 1919 წელს მწერლის არისტოკრატული ოჯახი ემიგრაციაში წავიდა; ინგლისსა და გერმანიაში ახალგაზრდა ნაბოკოვი პოეტ-ნოველისტად გაიცნეს. მეორე მსოფლიო ომამდე მწერალი პარიზშიც ცხოვრობდა, იქიდან კი გერმანულ ჯარებს გაექცა აშშ-ში, სადაც დაიწყო მისი, როგორც პროზაიკოსის აღმასვლა. გარდა მწერლობისა, ნაბოკოვი ლეპიდოპტერიისა და ჭადრაკის საფუძვლიანი მცოდნეც იყო. ვლადიმერ ნაბოკოვის პირველი ნაწარმოებები რუსულენოვანი იყო, თუმცა მსოფლიო აღიარება მას ინგლისურ ენაზე დაწერილმა რომანებმა მოუტანა. მათ შორის უდავოდ გამორჩეული ადგილი უკავია \"ლოლიტას\", რომელსაც კრიტიკოსები ხშირად მოიხსენიებენ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებად. \"ლოლიტა, თეთრკანიანი ქვრივი მამაკაცის აღსარება\" – ასე უწოდებს თავად მწერალი რომანს, რომელიც ერთი შეხედვით მოწიფული მამაკაცისა და თორმეტი წლის გოგონას საბედისწერო, წინააღმდეგობრივი სიყვარულის ამბავია, მაგრამ სასიყვარულო ისტორიის მიღმა დახვეწილი ევროპისა და ომისშემდგომი \"ჭკუამხიარული\" ამერიკის შეჯახებაა დახატული. სიტყვა \"ხატვა\", ამ შემთხვევაში, სწორედ რომ შესაფერისია, რადგან \"ლოლიტა\" სავსეა სიმბოლური სახეებით, სიტყვათა თამაშითა და ღრმა ფსიქოლოგიური პორტრეტებისა და პერსონაჟების ზუსტი, ლაკონიური აღწერით. მკითხველს საშუალება აქვს, \"ლოლიტას\" რუსული, ავტორისეული ვერსიიდან შესრულებულ თარგმანს გაეცნოს\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609367249066,"sku":null,"price":22.9,"currency_code":"USD","in_stock":false}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/332.jpg?v=1665765215"},{"product_id":"334","title":"ნარჩენები","description":"\u003cp\u003eგაუჩინარება ბევრმა მეორედ მოსვლის უტყუარ ნიშნად ჩათვალა, ზოგმა კი გაუჩინარებულები.გმირებად შერაცხა. გაჩნდა უამრავი კულტი, სექტა და დაჯგუფება, რომლებიც.იმ ხალხს აერთიანებდა, საკუთარ თავს.ნარჩენებად, უსარგებლო ნაგვად რომ.მიიჩნევდნენ.და სიცოცხლის ძველებურად გაგრძელებაში.აზრს ვეღარ ხედავდნენ…\u003cbr\u003e\nსწორედ ასეთ უტოპიურ სინამდვილეს გვიხატავს მწერალი და სცენარისტი ტომ პეროტა.2011 წელს გამოცემულ წიგნში „ნარჩენები“. რომანმა, რომელშიც ავტორმა გამოგონილი.რეალობის ფონზე ადამიანთა მარტოობა და დარდი განსაკუთრებული სიცხადით წარმოაჩინა, მალევე.დაიმსახურა მკითხველების ყურადღება, განსაკუთრებული პოპულარობა კი HBO-ს ფენომენალურად.წარმატებული, ამავე სახელწოდების ტელეეკრანიზაციის.შემდეგ მოიპოვა.\u003cbr\u003e\n„ნარჩენები“ არის ამბავი გაუჩინარებას გადარჩენილ ადამიანებზე, რომელთაც, მიუხედავად.იმისა, რომ ფიზიკურად არ გამქრალან, დაკარგეს საკუთარი თავი და.ამქვეყნიური დანიშნულება\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609367347370,"sku":null,"price":22.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/334.jpg?v=1665765218"},{"product_id":"337","title":"კუნძული","description":"\u003cp\u003eოლდოს ლეონარდ ჰაქსლი (1894-1963) – მწერალი, დრამატურგი, ფილოსოფოსი, პაციფისტი და ჰუმანისტი, მე-20 საუკუნის ინგლისური.ლიტერატურის კლასიკოსად და თავისი დროის გამორჩეულ ინტელექტუალად.არის აღიარებული.\u003c\/p\u003e\n\n\u003cp\u003eრომანში „კუნძული“ (1962), რომელიც მწერლის ყველზე ცნობილი ნაწარმოების, „საოცარი ახალი.სამყაროს“ (1932) ერთგვარი ანტითეზაა, ნაჩვენებია დასავლური მეცნიერებისა და აღმოსავლური ფილოსოფიის.შერწყმის საფუძველზე ჩამოყალიბებული იდეალური საზოგადოება. ავტორიტარული „საოცარი ახალი სამყაროსგან“ განსხვავებით, სადაც, როგორც.მწერალმა აღნიშნა, „ადამიანი მეცნიერებისა და ტექნიკის მონაა“, მისი სიცოცხლე.და სულიერება კი აბსოლუტურად გაუფასურებულია, კუნძულ პალაზე საზოგადოების კეთილდღეობა მისი.თითოეული წევრის ჰარმონიულ განვითარებას, თავისუფლებას და.ბედნიერებას ემყარება. „კუნძული“ იდეების რომანია და მის მთავარ.მოქმედ პირებად გვევლინებიან\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609367838890,"sku":null,"price":22.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/337.jpg?v=1665765223"},{"product_id":"338","title":"ნიუიორკული ტრილოგია","description":"\u003cp\u003eმეოცე საუკუნის 80-იან წლებში დაწერილი ტრილოგიის ნაწილები – “შუშის ქალაქი”, “აჩრდილები”, “დაკეტილი ოთახი” – ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი რომანებია, მაგრამ სიუჟეტური პარალელები, კარგად ნაცნობი ლიტერატურული სახეებისა და სახლების, პერსონაჟების გამეორება და შეშლილობამდე მისული მთავარი გმირების მსგავსი დასასრული ქმნის ახალ, ერთიან სამყაროს, რომლის პირობითი ცენტრი წარსულის აჩრდილებით სავსე ნიუ-იორკია, სივრცითი და დროითი საზღვარი კი – დარღვეული. პოლ ოსტერი ნიუ-იორკი არარეალუი, მეტაფიზიკური ქალაქია…\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609368363178,"sku":null,"price":22.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/338.jpg?v=1665765224"},{"product_id":"339","title":"პლატფორმა","description":"\u003cp\u003e\"პლატფორმა\" უელბეკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანია. თანამედროვე ევროპა - ადამიანის მარტოობა, ცხოვრების აბსურდულობა, კულტურის კომერციალიზაცია, სექსი და ტერორიზმი, რომელიც ყველაფერს ანადგურებს, დღესდღეობით ყველაზე მტკივნეული ამ თემების გამოა \"პლატფორმა\" უდავოდ საინტერესო, პრობლემატური, ღრმა და ამავე დროს სკანდალურიც.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609368854698,"sku":null,"price":17.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/339.jpg?v=1665765226"},{"product_id":"340","title":"მოხუცების ადგილი აქ არ არის","description":"\u003cp\u003eთანამედროვე ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის, პულიცერის პრემიის ლაურეატ კორმაკ მაკარტის რომანი „მოხუცების ადგილი აქ არ არის“ 2005 წელს გამოიცა. ეს გახლავთ იგავი – მოდერნიზებული ვესტერნი, რომლის მთავარი გმირი, ვიეტნამის ომის ვეტერანი ლუელინ მოსი, ტეხასის მთებში ანტილოპებზე ნადირობისას გადააწყდება ბანდიტური გარჩევის კვალს – გვამებს, ნარკოტიკებს და კეისს ორი მილიონი დოლარით. იგი ცდუნებას ვერ უძლებს, ფულს იღებს და გარბის. ლუელინს აედევნება დემონური კილერი ჩიგური, ხოლო ამ უკანასკნელს ფეხდაფეხ მისდევს შერიფი ბელი... სერია „კინობიბლიოთეკა“ იმ წიგნებს მოიცავს, რომელთა ეკრანიზაციებმაც დიდ წარმატებას მიაღწია. კორმაკ მაკარტის ამ რომანის მიხედვით ძმებმა ჯოელ და ეთან კოენებმა გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი ხავიერ ბარდემის, ჯოშ ბროლინისა და ტომი ლი ჯონსის მონაწილეობით. 2008 წელს ფილმმა არაერთი პრესტიჟული კინემატოგრაფიული ჯილდო მოიპოვა, მათ შორის „ოსკარი“ ამერიკული კინოაკადემიის ოთხ ნომინაციაში.\u003c\/p\u003e","brand":"Qartulia NYC","offers":[{"title":"Default Title","offer_id":43609368887466,"sku":null,"price":19.9,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0504\/2041\/6682\/products\/340.jpg?v=1665765227"}],"url":"https:\/\/qartulia.com\/collections\/%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90.oembed?page=4","provider":"Qartulia NYC","version":"1.0","type":"link"}