ზომა: 175/35 სმ
მასალა: პოლიესტერი
ირეცხება 30 გრადუსზე
ტრადიცია აღდგენილია საქართველოსკულტურისა და ძეგლთა დაცვისსამინისტროს ინიციატივით
ლურჯი სუფრა XIX საუკუნიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდა საზოგადოების ყველა ფენაში. ის ძირითადად დღესასწაულებისთვის ინახებოდა და გამოიყენებოდა. სუფრაზე დატანილ თითოეულ ორნამენტს გარკვეული სიმბოლური დატვირთვა აქვს და უკავშირდება უძველესი დროიდან მოყოლებულ წეს-ჩვეულებებს. სუფრას ქართული ღვინის გადმოქცეული მეწამული ლაქები რომ არ შეტყობოდა, მის შეფერილობად აირჩა მუქი ლურჯი.
ლურჯი სუფრის კლასიკური ვარიანტია სუფრა „კალა“, რომელიც ტრადიციული ორნამენტებითაა გაფორმებული და თბილისის უბნის სახელი ჰქვია. აღმოსავლურ მანებთან, მოცეკვავე ქალ-ვაჟთან და თევზებთან ერთად მის ცენტრში გამოსახულია ფარშევანგი.