ტერასებით მდინარისკენ დაეშვნენ; ელიზაბეთი შებრუნდა და ერთხელ კიდევ შეავლო იქაურობას თვალი... თავლებისაკენ მიმავალ გზაზე ამ სახლის პატრონი გამოჩნდა. ერთმანეთისგან ოციოდე იარდში იდგნენ; მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თვალსაც ვერ აარიდებდა კაცი. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა; სახეზე ალმური მოედოთ. დარსი შედგა და გაოცებისაგან წამით გაქვავდა, მაგრამ გონს მოეგო, მათკენ გაემართა...
გაფილტვრა კატეგორიის მიხედვით
გაფილტვრა გამყიდველის მიხედვით
Columns: 1 2 3 4 5 6