დავითვალოთ დღეები ახალ წლამდე სანტასთან და მის ელფებთან ერთად! გაინტერესებს, რა ხდება1-ლი დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე? ამ წიგნში წინასაახალწლო პატარ-პატარა ამბებს წაიკითხავ და გაიგებ, როგორ ემზადებიან სანტა, ქალბატონი კლაუსი, ელფები და ჩრდილოეთის ირმები ახალი წლისთვის. ჯერ სანტას სამზადისს გაეცანი და მერე მისი სათამაშოების ქარხნის საიდუმლოებასაც გაიგებ.