ვაჟა-ფშაველას პოემები იმთავითვე შევიდა ქართული პოეზიის საგანძურში. "იგია ნიჭიერი მწერალი, ვინც რასაც თავადა გრძნობს და ფიქრობს, აქვს უნარი სხვასაც ისე აგრძნობინოს და აფიქრებინოს... ვინ არის ნიჭიერი მწერალი? ვისი სიცილიც ნამდვილი, ბუნებრივი, მართალი სიცილია და ვისი ტირილიც, ცრემლი, ნამდვილი ცრემლია", - ასე წერდა ვაჟა-ფშაველა და ასე ცხოვრობდა კიდეც.