16 წლის ლარა-ჯინი გულისნადებს მხოლოდ წერილებს ანდობს და მათ საქუდე კოლოფში ინახავს – წერილი სულ ხუთი ცალია, იმ ბიჭებისთვის, რომლებიც ოდესმე ჰყვარებია. ერთხელაც ხუთივე წერილი ადრესატებთან მოხვდება და გოგონა სიცრუის კორიანტელში გაეხვევა. სანამ ლარა-ჯინი გაერკვევა, ეს როგორ მოხდა, იმაშიც დარწმუნდება, რომ ცხოვრება ტკბილ-მწარე მოულოდნელობებით არის სავსე: სადაც სიყვარულია, იქ ვერაგობაც...