ბექა ქურხულის ახალ წიგნს ბევრი დასამახსოვრებელი პერსონაჟი ჰყავს – რეალური თუ გამოგონილი, მწერლის ცხოვრებისეული გამოცდილებიდან თუ მისი სიზმრებიდან გადმოსული ტექსტებში. მათი ერთ სივრცეში თავმოყრა „საბას“ გამარჯვებული რომანის – „სამოთხიდან გაქცეულების“ ავტორს არ ეძნელება. მიმზიდველი და ჩამთრევი თხრობის მანერა, ემოციურად დამუხტული ეპიზოდები და თითქოს ნაცნობი, მაგრამ სინამდვილეში ექსკლუზიურად მკითხველისთვის აღმოჩენილი/გაცოცხლებული გარემო...