White Studio - კედლის მინიატურა - მამუკა თავაქარაშვილი ( ვეფხისტყაოსანი)

Qartulia NYC
SKU:
Რეგულარული ფასი $65.00 Გასაყიდი ფასი Ერთეულის ფასი: $0.00
 More payment options

სწრაფი მიმოხილვა

მამუკა თავაქალაშვილი (თავაქარაშვილი) — XVII საუკუნის ქართველი პოეტი, კალიგრაფი, მხატვარ-მინიატიურისტი. მდივნად იყო იმერეთის მეფის კარზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1646 წელს გადაწერილი ვეფხისტყაოსანი (ხელნაწერთა ინსტიტუტი H-599), რომელიც 39 მინიატიურითაა შემკული. მინიატიურებს ეტყობა ქართული ხალხური ხელოვნების გავლენა. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების გარდა, აქ მოთავსებულია შემკვეთის ლევან დადიანის, პოემის ავტორის რუსთაველისა და საკუთარი სურათიც. პოეტი დახატულია...

Secured and trusted checkout with

მამუკა თავაქალაშვილი (თავაქარაშვილი) — XVII საუკუნის ქართველი პოეტი, კალიგრაფი, მხატვარ-მინიატიურისტი. მდივნად იყო იმერეთის მეფის კარზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1646 წელს გადაწერილი ვეფხისტყაოსანი (ხელნაწერთა ინსტიტუტი H-599), რომელიც 39 მინიატიურითაა შემკული. მინიატიურებს ეტყობა ქართული ხალხური ხელოვნების გავლენა. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების გარდა, აქ მოთავსებულია შემკვეთის ლევან დადიანის, პოემის ავტორის რუსთაველისა და საკუთარი სურათიც. პოეტი დახატულია უწვეროდ, ულვაშებში, მაგრამ შემდეგ ვიღაცას მელნით პოეტისთვის წვერი მიუხატავს. თავაქალაშვილი საკმაოდ დახელოვნებული მხატვარია, მისი კალიგრაფია გამოირჩევა ხაზგასმული დეკორაციულობით. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მინიატურისტმა რუსთაველის პოემის ილუსტრაციებში XVII საუკუნის დასავლეთი საქართველო აღბეჭდა. 1911 წელს კი ექვთიმე თაყაიშვილის მცდელობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შეიძინა ეს ხელნაწერი კორინთელისგან. ვეფხისტყაოსნის თავაქალაშვილისეული ნუსხა დღემდე მოღწეულ სრულ რედაქციებს შორის უძველესია.