თქვენი კალათა ამჟამად ცარიელია
უკმარი სინათლე ნინო ხარატიშვილი
სწრაფი მიმოხილვა
Secured and trusted checkout with
"პატარა ქვეყანა დიდი ქარტეხილების დროს და ქალების უპირობო მეგობრობა სიკვდილის პირისპირ: უკმარი სინათლე ეპიკური, დრამატული ელვარების რომანია, საქართველოსადმი, თბილისისა და მისი ხალხისადმი მიძღვნილი ოდა – მარადიული სიყვარულის ახსნა. „აგერ ვდგავართ, ტრიო, რომელიც გადარჩა, რომელმაც შეძლო აწმყოში გადახტომა, ჩვენ, გადარჩენილები, ყველა იმ ადამიანის მაგივრადაც ვცდილობთ ცხოვრება გავაგრძელოთ, ვისაც ბედმა სიცოცხლე არ არგუნა და ამ ფოტოებზე დარჩნენ მარად ჭაბუკებად“. „როგორი საჩუქარია მკითხველისთვის! ნინო ხარატიშვილი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბრწყინვალე მთხრობელია, ჩვენ თვალწინ აცოცხლებს მრავლისმომცველ ისტორიულ ეპოქებს. მღელვარებით შეპყრობილნი, შეძრულნი, დავემგზავრებით დინას, ირას, ნენესა და ქეთოს და მხოლოდ ერთი რამ გვინდა – თხრობა არასდროს დასრულდეს“. – მარია-ქრისტინა პივოვარსკი დიდხანს ნანატრი თავისუფლების მოპოვების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო ქაოსში ამოყოფს თავს. ძველი თბილისის მომაჯადოებელ ხისრიკულებიან აივნებსა და ნესტიან კედლებს შორის, 80-იანი წლების ბოლოს, ოთხი გოგონა უკავშირებს ერთმანეთს საკუთარ ბედს: თავისუფლებამოწყურებული დინა, ჭკვიანი აუტსაიდერი ირა, ქალაქის ყველაზე ძლევამოსილი „კანონიერი ქურდის“ ძმისშვილი, რომანტიკული ნენე და მგრძნობიარე ქეთო. მათი მეგობრობა ყველაფერს უძლებს – პირველ დიდ და ფარულ სიყვარულს, ქუჩებში გამეფებულ ძალადობას, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ, გაყინულ ქალაქს, ქვეყანაში შემოდინებულ ჰეროინს, ახალგაზრდა დემოკრატიის სიმყიფესა და სამოქალაქო ომს – სანამ მათ კავშირს უპატიებელი ღალატი და კიდევ ერთი ტრაგიკული სიკვდილი არ დაამსხვრევს... წლების შემდეგ, ბრიუსელში, გარდაცვლილი მეგობრის პატივსაცემად გამართულ დიდ ფოტორეტროსპექტივაზე ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. გამოფენილი ფოტოები მათ ისტორიას ჰყვება, რომელიც, ამავდროულად, მათი ქვეყნის ისტორიაცაა. ინტიმური გარემო აიძულებს ძველ მეგობრებს წარსულისთვის ჩამოფარებული ფარდა გადასწიონ და, იქნებ, პატიებაც შეძლონ. ნინო ხარატიშვილი მდიდარი, ემოციური ენით ჰყვება დაკარგული მიწისა და დაკარგული თაობის ისტორიას; ამბავს რევოლუციისა, რომელიც საკუთარ შვილებს შთანთქავს; ჰყვება სიყვარულსა და ღალატზე და ოთხი ქალის უპირობო, ბედისწერის წინააღმდეგ მებრძოლ მეგობრობაზე.
ჩვენთვის უმთავრესი ჩვენი მომხმარებელი უნდა იყოს სასიამოვნო და ჩვენი გუნდის ექსპერტები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ნივთი უკან დაბრუნების შემდეგი პოლიტიკა:
- დაზიანებული/არასასურველი ნივთის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელთა ვალდებულება აცნობოს კომპანიას ნივთის მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, შემდეგ ელ.ფოსტაზე: qartulias@yahoo.com.
შენიშვნები უნდა მიუთითებდეს „ნივთის დაბრუნებაზე“, აღწეროს წერილში ნივთის დაბრუნების მიზეზი, დაზიანებული ნივთის შემთხვევაშიც კი.
მას შემდეგ რაც მივიღე და განვიხილავთ თქვენს შეტყობინებას.
ზემოთ დაურთეთ აღნიშნული დოკუმენტი ნივთის, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის ნივთის დაბრუნება. იმ შემთხვევაში თუ ნივთს თავად აბრუნებთ მაღაზიაში ნივთის დაბრუნება შეგიძლიათ მისი მიღებიდან მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში.
ასე რომ, ნივთი დაიბრუნოს რომ კომპანიამ ის უნდა იყოს იმავე მდგომარეობაში, როგორიც უნდა იყოს, ნივთი არ უნდა იყოს, მას შემდეგ, რაც უნდა იყოს მარკა ( ეს არ მომეწონა სხვაგვარად, როგორ დამეწერა) და პირვანდელი შეფუთვა, ამასთანავე უნდა გქონდეთ შეფუთული დოკუმენტი. თვეში უკვე მიღებულია და დაზიანებულ ნივთს კომპანია უკან არ დაიბრუნებს.
გთხოვთ დაზიანებული, შეცდომით გამოქვეყნებული ნივთები ან რაიმე სხვა აღმოჩენის შემთხვევაში, გაცნობოთ კომპანიას ნივთი მოთავსებულია, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეა, დროულად შევძლოთ შევძლოთ ცვლილებების მოხდენა.
გამონაკლისი :
- კომპანიაში დაბრუნებას არ ექვემდებარება ფასდაკლების დროს შეძენილი ნივთები და სასაჩუქრე ბარათები.
- კომპანიაში უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება ობიექტები, როგორიცაა: საკვები პროდუქტები და მცენარეები, პერსონალურად შექმნილი ნივთები და ტანისამოსი. წინასწარ დაგვიკავშირდით რომელიმე კითხვის ან სპეციალური შეთანხმების შემთხვევაში.
ნივთის დაბრუნებასთან ერთად კითხვის შემთხვევაში თქვენ გაქვთ info@qartulia.com