მთვარის მოტაცების“ რეალისტურ თხრობას ავსებს და ავრცობს, აზრობრივ სიმტკიცესა და დრამატიზმს სძენს მითოსური პლანი, პერსონაჟთა არქეტიპები, სიმბოლური ჰიპოსტასები, ანიმისტურ და ტრადიციულ წარმოდგენათა ვარიაციები და მსხვრევა, მათი ასოციაციური კავშირები. მითოსურ მოდელებს ეძლევა არა ნიცშეანური, არამედ ფსიქოანალიზური ახსნა. რომანის დროის ლოკალია 1931 წლის აპრილიდან 1932 წლის აპრილამდე. სათაურის ერთ-ერთი ახსნაა: ენგურმა (ერთ-ერთი გაგებით, რევოლუციამ) მთვარე - წმინდა გიორგი - ჩანთქა, ე.ი. ემხვარმა დაკარგა წარმართულ-ქრისტიანული წარმოდგენებით აღსავსე დამოუკიდებელი საქართველო - სიცოცხლის მთავარი მიზანი.[1]