დიდი ოთხეული“ - საიდუმლო ორგანიზაცია; „დიდი ოთხეულის“ წევრები - N1 ბოროტი, N2 მდიდარი, N3 მეცნიერი და N4 „გამანადგურებელი“; „დიდი ოთხეულის“ მიზანი - გაბატონება კაცობრიობაზე! „დიდი ოთხეულის“ პირისპირ - დიდი მაძებარი ერკიულ პუარო! ერკიულ პუაროს მისიაა კაპიტან ჰასთინგზთან ერთად გაარკვიოს, გამოიძიოს „დიდი ოთხეულის“ საქმინობა, მიზნები... პუარო იწყებს - მალე იდუმალი, ბურუსით მოცულიც იკვეთება - N4, „4“, „ოთხეული“. ეს უბრალო დამთხვევაა, თუ კარგად გათვლილი კომბინაცია? პუარო აგრძელებს - ამ საქმეს თან სდევს სიკვდილი: ყველა, ვინც გამომძიებელს ინფორმაციას აწვდის, კვდება; თავადაც არაერთხელ აღმოჩნდა სასიკვდილო საფრთხეში. წინ „დიდი ოთხეულისა“ და სახელგანთქმული მაძებრის დიდი დაპირისპირებაა!