დიდ ბრიტანეთში სამსახურისა და ფულის გარეშე დარჩენილი, ფანტაზიითა და ენთუზიაზმით სავსე ტომი და ტაპენსი გადაწყვეტენ, დააარსონ საზოგადოება „ახალგაზრდა ავანტიურისტები“. ისინი მზად არიან ნებისმიერი თავგადასავლისათვის და მართლაც მალე, შემთხვევითობის წყალობით, მრავალ სახიფათო და იდუმალებით მოცულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.