სუვენირი , მეტალის სტატუეტი ქართლის დედა
„ქართვლის დედა“ — მონუმენტური ქანდაკება თბილისში, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. მონუმენტის ავტორია ქართველი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი, რომელსაც 1966 წელს ამ ქანდაკებისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
ქანდაკება სოლოლაკის გორაზე 1958 წელს აღიმართა ქალაქის 1500 წლისთავთან დაკავშირებით.
1997 წელს კი ძველი ქანდაკება ახლით შეიცვალა. 20 მეტრის სიმაღლის ალუმინის ქართულ ეროვნულ სამოსში ჩაცმული ქალის ქანდაკების ავტორია ელგუჯა ამაშუკელი. „ქართვლის დედა“ არის ქართული ეროვნული ხასიათის სიმბოლო: ქანდაკებას ცალ ხელში ღვინის თასი უჭირავს მოყვართათვის, მეორეში კი ხმალი მტერთათვის.