ხელნაკეთი თოჯინები ქართული ნაციონალური სამოსით
მასალა: პოლიმერული თიხა, ქსოვილები, მავთული, ხელოვნური ტყავი, ხელოვნური ბეწვი,ლენტები, სინტიფონი, ხის დასადგამი.
ზომა 25-30 სანტიმეტრი
აჭარლები — ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ აჭარის ტერიტორიაზე, ამავე დროს აჭარელთა კომპაქტური დასახლებები არის გურიაში, ქვემო ქართლში და კახეთში.
ქალის სამოსი:
აჭარელი ქალის სამოსი მეტად თავისებურია. ზევიდან ეცვათ ქათიბის მსგავსი ხირხა ჩითისა, დაბამბული ან უბამბო, სეზონის მიხედვით; ხირხას ქვემოთ ატარებდნენ კაბას, კაბას ქვემოთ — პერანგს და მის ამხანაგს, ალისფერ ჩითისაგან შეკერილს. პერანგის ამხანაგი მეტად განიერია, მხოლოდ კოჭებთან ვიწროვდება, თავში თეთრი არშია აქვს გადაკერებულიხონჯრისათვის; ფეხებზე ჩუსტები აცვიათ აღმართზე სასიარულოდ, ხოლო ვაკეზე ნალიანით (ხისგან გაკეთებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ზევიდან ვიწრო სამოგვე აქვს გადაკრული ფეხის შესაყოფად და გასამაგრებლად). თავზე შემოკრული ჰქონდათ თავის ჩითივით იაზმა, იმის ზემოთ თავის გარშემო ლეჩაქი, რომლის ერთი ყური წელზე იყო გადაშვებული, წინ სახეზე შემოკრული ჰქონდათ თხელი მანდილი ფეჩა. ყველაფერი ამის გარეშე მუსულმანი ქალი იფარავდა თეთრ ჩადრს თავის დასამალავად.