მოთხრობებში ავტორი დამახასიათებელი, სლენგით მდიდარი ენით, იუმორითა და სარკაზმით გვიამბობს უბრალო ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და კვლავ ოსტატურად ახერხებს თითქოსდა არაფრით გამორჩეული ისტორიების განსაკუთრებულად წარმოჩენას. პერსონაჟები და მათი შინაგანი ბუნება ყველაზე მოკლე მოთხრობაშიც კი საოცარი სიზუსტითა და ჰუმანურობითაა დახატული, რაც მათ მიმართ თანაგრძნობასგვიჩენს; მწერალი ისევ რეალობისა და სიურრეალიზმის ზღვარზე დაგვატარებს – ყოველი ამბავი ერთდროულად ჩვეულებრივი და უჩვეულოა, გვაოცებს სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით, საბოლოოდ კი სევდანარევი სიამოვნების უჩვეულო განცდას გვიტოვებს.