ქართველები ავღანეთში, ალჟირში, ამერიკაში, მაროკოში, საფრანგეთში, ბულგარეთში, ინგლისში, თურქეთში, რუსეთში, სპარსეთში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში. საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზით, უამრავი ქართველი აღმოჩნდა სამშობლოს მიღმა. ამ უცნობი ქართველების შესახებ ინფორმაციას „ხელოვნების სასახლის“ დირექტორის გიორგი კალანდიას წიგნში - „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ - ვიპოვით. გამოცემა 12 ტომს გააერთიანებს.