შინ მომზადებული ნამცხვარი ყოველთვის განსკაუთრებულია, რადგან გამოირჩევა როგორც ვიზუალურად, ისე გემოთი და არომატით. ამ წიგნში ნახავთ კექსის, ტორტისა და რულეტის 55-ზე მეტ ორიგინალურ რეცეპტს. ეს ნამცხვრები შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც სახელდახელოდ, საუზმეზე ოჯახთან ერთად მისართმევად, ისე საგანგებოდ, ფურშეტებსა და წვეულებებზე სტუმრების გასამასპინძლებლად.