„ათასი მოელვარე მზე“ მსოფლიო ბესტსელერების ავტორის – ხალიდ ჰოსეინის რომანია, რომელიც მწერალმა ავღანელ ქალებს მიუძღვნა. ესაა წიგნი უფლებაწართმეული ქალების ყოველდღიურობაზე, ოჯახში ძალადობაზე, „თალიბანის“ სისასტიკეზე, ლტოლვილთა გაუსაძლის ყოფასა და ქვეყანაზე, რომელსაც გამუდმებით მტრის ბომბები აცვივა, მაგრამ შაჰრ-ე ზოჰაქის დაზიანებული კედლებივით ისევ მყარად დგას. ქალები აქ განათლებისა და თავისუფლებისაკენ ისწრაფვიან, ჩამოყრილ ჭურვებში კი ყვავილებს ახარებენ.თქვენ წინაშეა სულისშემძვრელი ამბავი ორი ქალისა, რომელიც ერთმანეთში პოულობს ძალას გადასარჩენად, იბრძვის და იმარჯვებს.