ბიტლზი” ყველა დროის უდიდეს პოპ-ჯგუფად ითვლება. სულ რაღაც ათიოდე წელიწადში ოთხმა ლივერპულელმა ახალგაზრდამ ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა პოპ-მუსიკის სახე, თუმცა ჯონმა, პოლმა, ჯორჯმა და რინგომ ამაზე ბევრად მეტიც შეძლეს: მათ შექმნეს მთელი თაობა და მსოფლიოს ყველა კუთხეში მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში შეაბიჯეს.