ჩემო პატარა მკითხველო, შენ, ალბათ, უკვე ისწავლე ანბანი. დარწმუნებული ვარ, დამოუკიდებლად კითხვაც შეგიძლია, რაც ძალიან, ძალიან სასიამოვნო პროცესია. ახლა კი დროა, კითხვაში უკეთ გაიწაფო, რაშიც „ანბანობანა“ დაგეხმარება. ამ წიგნს ეს სახელი იმიტომ დავარქვი, რომ სიახლისა და მხიარულებისთვის წინასწარ განეწყო. გახსოვს, რამდენი ასოა ქართულ ანბანში? რა თქმა უნდა, 33! გაგიკვირდება და ამ წიგნში აღმოაჩენ 33 სახალისო ამბავს, ლექსს, რითმოცანას, ანდაზას, კროსვორდს, რებუსსა და ჩქარსათქმელს.