ეს თვალწარმტაცი წიგნი-ჩანთა სწორედ შენთვისაა. ის ჯერ ასოების კითხვა-გამოწერას გასწავლის, შემდეგ კი უამრავ თავშესაქცევს გთავაზობს - სავარჯიშოებს, ანდაზებს, მოთხრობებს. სავარჯიშოები რომ უფრო ხალისიანად გააკეთო, ამისთვის ჩანთაში გამოსაჭრელი ანბანი, დაფა, ფლომასტერი და საშლელიც დაგხვდება. ასე რომ, შენ და ეს საოცარი ნაკრები ნამდვილად დამეგობრდებით. აბა, შენ იცი!