ინგლისი, 1996 წლის ზაფხული. უცნაური მოვლენები ხდება, რასაც აბრალებენ პირადად პრემიერ მინისტრს. მას ეწვევა კორნელის ფაჯი, მაგიის სამინისტროს ყოფილი მთავარი მინისტრი. იგი აუწყებს თავის კოლეგას, რომ მაგლების სამყაროში უსიამოვნებებმა იმატეს ვოლდემორის დაბრუნებისა და მაგების მეორე ომის დაწყების გამო. მაგლების სამყარო საშიშროების ქვეშ არის და ამიტომ ინგლისის პრემიერ მინისტრს საიდუმლო დაცვა, აურორი კინგსლი შეკლბოლტი ეყოლება.