რომანის სიუჟეტი რამდენადმე ეფუძნება კუპერის მეუღლის ოჯახის ისტორიას, რომელსაც პროინგლისური შეხედულებები ჰქონდა. მწერალი ამ რომანის გამოქვეყნებას დიდხანს აყოვნებდა. ფიქრობდა, რომ წიგნი, რომელშიც არ არის მოთხრობილი სასახლის ცხოვრება, რაინდების ტურნირები, მკითხველს, განსაკუთრებით კი ქალებს, არ დააინტერესებდა. არადა, პირიქით მოხდა. ამ რომანმა გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა და მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა.